სიახლეები

“პირში უთხრა ბიძინას, ესენი დაგღუპავენო” – ვისზე ესაუბრა ჯაჭვლიანი ივანიშვილს?

loading...
loading...

მწერალი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი, “ალიას” ჯერ კიდევ სექტემბერში უყვებოდა:
“ივანიშვილმა ვერ გათვალა ჩემნაირებთან ურთიერთობა და  ჩემნაირები ბლომად ვართ, ხალხი, რომლებმაც ხელისუფლებაში მოვიყვანეთ და მერე ჩვენ მისთვის გავხდით არაკომფორტული მოცემულობის ადამიანები. ჩემი მეგობარი, სოსო ჯაჭვლიანი სრულიად დისკრედიტირებული გახადა „ქართულმა ოცნებამ“, პირში ეუბნებოდა ივანიშვილს, ამათი იმედი არ გქონდეს, ესენი დაგღუპავენო. წარმოიდგინეთ, სოსო ახლა ჩრდილში დგას, ცაიტნოტშია და დაიტოვა ისინი, ვინც პირფერობს.
ისინი ბიძინა ივანიშვილით სარგებლობენ, საკუთარ ცხოვრებას იწყობენ. ღმერთმა ქნას, რომ 2020 წელს ხელისუფლებაში „ოცნება“ დარჩეს, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს 2020 წელს პარტია დაეშლება და კახა კალაძე უეჭველად შექმნის დამოუკიდებელ პარტიას არჩევნების შემდეგ.

ივანიშვილს შეიძლება ეწყინოს, მაგრამ იგი პარტიაში ვერაფერს წყვეტს, ივანიშვილის არის მთავრობა, პარტიაში ყველაფერს წყვეტს კახა კალაძე, არ ვამბობ, რომ კალაძე ცუდი პიროვნებაა, მე ვამბობ, რომ ასეთია რეალობაა. კალაძე არავინ არ არის, ფეხბურთელია ერთი, შენ შემოგევლე და რამდენი ფეხბურთელი დააყენა ახლა დეპუტატობის კანდიდატად, ყველას ენაცვალოს ჩემი თავი, არც ერთთან პრეტენზია არა მაქვს, მაგრამ ეს არის მისი პოლიტიკური კლანი. ჭკვიანია, შექმნა და მიაღწია. ივანიშვილი პარტიაში ვეღარაფერს წყვეტს, თუმცა, ბიძინას ჰქონდა მცდელობა სიტუაციის გადარჩენის, მან შემოიყვანა ღარიბაშვილი, როგორც საპირწონე, მაგრამ, ირაკლის ფიგურა ვერ ჩანერგა ისე, როგორც საჭიროა. ვერც გახარია ქმნის პარტიაში ამინდს. ამაზე ვერავინ ლაპარაკობს, მაგრამ მე გეუბნებით პირდაპირ, რომ მხოლოდ კალაძე მართავს პარტიას.
დააკვირდით კანდიდატებს, თბილისში მეტწილად კალაძის კანდიდატია დაყენებული. მე რომ ახლა სიმართლე ვილაპარაკო, შეიძლება პანდორას ყუთი აიხადოს და ბევრი სიმყრალე ამოვიდეს.  თქვენ გახსოვთ, ზვიად გამსახურდია დაღუპა გარემოცვამ, შევარდნაძე დაღუპა გარემოცვამ, სააკაშვილი დაღუპა გარემოცვამ, და ივანიშვილსაც, თუკი დაღუპვა ელის – დაღუპავს გარემოცვა.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close