სიახლეები

”ის მძარცველი სინამდვილეში ყველასთვის ცნობილი ადამიანია, ახლა გეტყვით რა ხდება…” – ცნობილმა ქართველმა ინტელექტუალმა მძარცველის ვინაობა დაასახელა…

loading...
loading...

ცნობილი ქართველი ინტელექტუალი და მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე ზუგდიდში ბანძის ძარცვის საქმესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
მოკლედ, მივხვდი რაც ხდება:
ის მძარცველი არის დროში მოგზაური.
სინამდვილეში ჯერ ეს საცხობი გაძარცვა დღეს, მოიპარა ხაჭაპური, რადგან იცოდა წინასწარ რომ ხაჭაპურით მძევლებს გულს მოულბობდა (საიდან იცოდა და ეგ ხო გუშინწინ იყო და იცოდა), მერე დაბრუნდა 1 დღით უკან, გაძარცვა საინკასაციო მანქანა, გაიტაცა 70 000, რათა შესაბამისი აღჭურვილობა, ცხენი და სამოსი ეყიდა (ზუსტად იცოდა რა დასჭირდებოდა იმიტომ რომ წინა დღით დასჭირდა), მერე გადავიდა კიდევ ერთი დღით ადრე და გაძარცვა ბანკი.


ყველაფერი ლაგდება, მთავარია, ეხლა სად მიდის და რისთვის უნდა 500 000. მე ორი ვერსია მაქვს: 1. კიდევ უკან მიდის, 2012-ში და აპირებს რომ ეს ფული გუბაზ სანიკიძეს მისცეს, რათა ეს უკანასკნელი აღარ გაბოროტდეს და სააკაშვილის წლევანდელი კამპანია, რომლის ბურჯი და დედაბოძი სანიკიძეა – აღარ შედგეს. 2. თავად გუბაზ სანიკიძეა, მომავლიდან ჩამოსული, მომავალში ისე წავიდა მისი ცხოვრება, რომ ამ დონემდე გახდა და დასუსტდა, ამიტომ დროში დაბრუნდა და ცდილობს საკვანძო მომენტი შეცვალოს. ნუ თან 500 000 კაი ფულია. ვფიქრობ, ძალოვანებმა პირველ რიგში ეს ორი ვარიანტი უნდა განიხილონ..

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close