სიახლეები

დიდი ტრაგედია: 19 წლის გოგო საჭესთან იჯდა და მანქანა ამოტრიალდა – დაიღუპა 15 წლის ბიჭი, 3 ადამიანი საავადმყოფოშია

loading...
loading...

ავარიას რუსთავში არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა XIX მიკრორაიონის მიმდებარედ, მინდორში მოხდა. არსებული ინფორმაციით “ოპელი”-ს მარკის ავტომობილს 19 წლის გოგო მართავდა, სავარაუდოდ, მან საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა გადატრიალდა.
ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 15 წლის ბიჭი, ხოლო 3 დაშავებული “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს.


სამედიცინო დაწესებულებაში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ 27 წლის მამაკაცს რომელსაც ჰქონდა მოტეხილობა და საჭიროებდა ნეიროქირურგიულ ჩარევას გადაყვანილ იქნა თბილისში, კლინიკა “დეკა”-ში. 23 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა თავის ზედაპირული ტრამვები, ხოლო 19 წლის გოგოს ტრამვა ჰქონდა გულმკერდის არეში. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და კლინიკიდან უკვე გაეწერნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ინფორუსთავი

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close