საზოგადოება

შემთხვევით აღმოვჩნდი იმ ოთახში სადაც სააკაშვილს უსმენდნენ და უცბათ ელდა მეცა – ყოფილი პოლიციელის სკანდალური განცხადება

loading...
loading...

“შემთხვევით აღმოვჩნდი იქ, სადაც მიშას უსმენდნენ და ელდა მეცა”
ყოფილი პოლიციელი, რომელიც წლების განმავლობაში  სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობდა, აგრძელებს ჩვენთან სკანდალური ამბების მოყოლას, იმისი, რისი  მომსწრე და მონაწილეც თავად გახდა.
– როცა ნარკოტიკს უდებდით ვინმეს და იცოდით, რომ შეიძლებოდა, 20 წელი მიესაჯათ მისთვის, არ განიცდიდით?
– ვინ გითხრათ, რომ ციხეში წავიდოდა? წამალს რომ ვუდებდი, ვიცოდი, ფული უნდა მოეტანა. უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილის დროს კოლოსალურ თანხებზე იყო ლაპარაკი – 300 000-ზე,
400 000-ზე ან კიდევ მეტზე. ზოგისგან ბიზნესი იყო წამოსაღები და იმისთვის სჭირდებოდათ წამლის ჩადება, ზოგიერთი არჩევნებში ხელს უშლიდათ, ან ვიღაც მისი ახლობელი უშლიდა ხელს და ის იყო გასაჩუმებელი, ზოგს ფული ჰქონდა და ამ გზით აწერდნენ. 20-წლიანი სასჯელის ნაცვლად ფულს მოიტანდნენ და მესამე დღეს ბევრი საპროცესო შეთანხმებით გარეთ გადიოდა.
– საპროცესო შეთანხმების დროს აუცილებელია იმაზე მძიმე დანაშაულზე მისცე ინფორმაცია, ვიდრე ბრალს გიყენებენ. ასეთი ინფორმაცია საიდან უნდა მოეტანა დაკავებულს?
– თვითონ ჰქონდათ ასეთი საქმეები და რომელიმეს მიაბამდნენ მის საქმეს – ვითომ დაკავებულმა მისცა ინფორმაცია, სინამდვილეში კი არაფერიც არ უთქვამს. შენ ხარ ჟურნალისტი და მე, ხელისუფლებას რომ მერჩი, ვიცი, შენი ბიძაშვილი ძალიან გიყვარს. შენ ხელს მიშლი, მაგრამ შენ რომ ვერაფერს გეუბნები, ამიტომ შენს ბიძაშვილს ჩავუდებ წამალს და მაინც თუ არ გაჩუმდები, გეტყვი, ეს 20 წელი იჯდება ციხეში-მეთქი. ამის მერე შენც მიდიხარ დათმობაზე და ჩუმდები, რადგან იცი, შენი საყვარელი ადამიანი შენ გამო ჰყავთ დაჭერილი. ასეთი ფაქტიც მრავლად ხდებოდა.


“ვარდების რევოლუციის” მერე ტოტალური მოსმენებიც დაიწყო. ერთხელ შემთხვევით აღმოვჩნდი იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილს უსმენდნენ და ელდა მეცა, მივხვდი, ამის გამო სერიოზული პრობლემები შემექნებოდა. ჩემი ფიქრით, ციხისთვისაც მოვემზადე, რომ თბილად ჩამეცვა, რადგან საკნებში ცემენტის იატაკია და ცივა, ამ ინფორმაციის გაგებას არავინ მაპატიებს-მეთქი. დამიძახეს კიდეც, სადმე იტყვი და იცოდე, შენს თავს დააბრალე, ეს მისი უსაფრთხოებისთვის კეთდებაო. არაფერი მომისმენია, არაფერი მინახავს-მეთქი, ვუთხარი. მეორეჯერ სახლთან დამხვდნენ და იქაც იგივე შემახსენეს. ხმის ამომღები ვიყავი? ბევრჯერ ჩემს კაბინეტშიც მომისმენია ადამიანისთვის – კომპიუტერში გვქონდა სპეციალური პროგრამა და ბევრი საინტერესო ამბავი გამიგია.
მარტო ამით არ იყვნენ დაკავებულები: ფარული თვალთვალი, მიყურადება, მოსმენა, ყველაფერს იყენებდნენ, ყველას უყურებდნენ. ფარული ჩანაწერები რომ გაგეკეთებინა, სახლში შესვლა არავის სჭირდებოდა, პროგრამა ისეთი იყო, გარედანაც, ქუჩიდან შეგეძლო დაგემონტაჟებინა და საძინებელი ჩაგერთო მოსმენაზე.
ძალიან დიდი რაოდენობით შემოიტანეს მოსასმენი ტექნიკა – ჰალსტუხები, სათვალეები, მიკროფონები, ნაყინის ფორმის ნივთები, კალმები, ბოთლები – აბსოლუტურად ყველაფერი იწერდა და ყველა ორგანიზაციას უსმენდნენ. რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვებას, ასეთიც მრავლად ხდებოდა. მისი მოპოვება არ იყო პრობლემა. პირადად ჩემთვისაც დაუვალებიათ ერთ-ერთ დეპუტატზე ასეთი ჩანაწერის გაკეთება. მამაკაცია, მის სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ, ახლა არ არის პარლამენტში. ერთი სიტყვით, ვუსმენდი და გადამიღია კიდეც მისი პირადი ცხოვრება. კაფეში მოვიდა და სულ ქალები იყვნენ მის ირგვლივ. სპეციალურად გვყავდა იქ შეყვანილი. ის ქალები მანამდე არ მოეშვნენ, ვიდრე არ დაიყოლიეს და სასტუმროში არ წაიყვანეს. სასტუმროში კი კამერები  იყო დამონტაჟებული. იმ დეპუტატის ბადრი პატარკაციშვილისთვის ჩამოცილება უნდოდათ და იმ კომპრომატით ჩამოიცილეს კიდეც.
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირებით ბევრ ვინმეს აშანტაჟებდნენ. მაგალითად, თუ გაიგებდი, რომ გისმენდი, პრეტენზია რომ გაგჩენოდა, ვერაფერსაც ვერ იზამდი, რადგან კანცელარიას ჟურნალში მუდამ ჰქონდა დატოვებული თავისუფალი ადგილი, იქ ჩაიწერებოდა ძველი რიცხვით, მერე დავწერდი მოსამართლის სახელზე განცხადებას, რომ მქონდა ოპერატიული ინფორმაცია და მჭირდებოდა შენი მოსმენა, მივიღებდი ნებართვის საბუთს და თუ გამიპროტესტებდი, ნებართვას აგაფარებდი სახეზე და რამდენიც გინდოდა, გეყვირა. განაგრძეთ კითხვა

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close