სიახლეები

ის და მისი და მოპედით სეირნობდნენ და ამ დროს შეასკდა ამნქანა – ვინ არის სასულიერო პირის შვილი, 12 წლის გოგონა,რომელიც ვაზისუბანში ავარიას ემსხვერპლა

loading...
loading...

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში გარდაცვლილი 12 წლის გოგონა სასულიერო პირის შვილია, რომელიც ამავე სოფელში მსახურობს.
გავრცელებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონა თავის დასთან ერთად მოპედს მართავდა, რა დროსაც მათ მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
12 წლის გოგონა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მისი და კი, რომელიც ასევე არასრულწლოვანია კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება დედაქალაქში უტარდება, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა.


შსს-ს ინფორმაციით ავტომობილის მძღოლი იდენტიფიცირებული და დაკავებულია. ის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close