სიახლეები

ამ წუთებში საოპერაციოდ შეიყვანეს… ვინც ამას ამართლებს,მართლა აღარასოდეს შემეხმიანოთ – რას წერს ინგა გრიგოლია დაშავებულ ოპერატორთან დაკავშირებით

loading...
loading...

წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად აქციაზე დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. დაზიანებები მათ, ძირითადად, თვალის არეში მიიღეს.
დაშავებულებს შორის არის ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი. ინფორმაციასა და ფოტოს ინგა გრიგოლია ავრცელებს. “ამ ბიჭის თვალია მისი პროფესია. თვალით მუშაობს, თვალია მისი მთავარი პროფესიული იარაღი,თვალით იხედება კამერაში და ისე აშუქებს მოვლენებს.

ამ წუთებში საოპერაციოდ შეიყვანეს, დღევანდელ აქციაზე დაშავების შემდეგ პაპუნას გამოჯანმრთელება, ვინც ამას ამართლებს,მართლა აღარასოდეს შემეხმიანოთ” – დაწერა გრიგოლიამ. ამავე აქციაზე, “ფორმულას” ჟურანლისტი და ოპერატორიც დაშავდნენ. გიორგი თარგამაძის ინფორმაციით, ჟურნალისტ ანა ბარათაშვილს სახე, ოპერატორ გიორგი ჯაფარიძეს კი თავი აქვს დაზიანებული.
წყარო: https://ntv.ge/news/721–.html

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close