სიახლეები

გახარია მიდის, ივანიშვილი წულუკიანს პრემიერ-მინისტრობისთვის ამზადებს?

loading...
loading...

მედიაში არაერთხელ დაიწერა, შუშის სასახლეში მისი გათავისუფლება არაერთხელ გადაწყვიტეს, თუმცა როგორც ამბობენ, გახარიას “ბევრჯერ გაუმართლა”.
გავრცელებული ინფორმაციით, გაყალბებული არჩევნების მიუხედავად, მმართველი გუნდი პარლამენტისა და მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება.


რამდენიმე წუთის წინ, სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” გავრცელა ინფორმაცია, რომ თეა წულუკიანი, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინონ. სააგენტო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წულუკიანის კანდიდატურა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე განიხილებოდა, თუმცა ასევე საუბარია მის პრემიერ-მინისტრად წარდგენაზე. წულუკიანის გაპრემიერების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა როგორც „ქართულ ოცნებაში“ კულუარულად აცხადებენ, „საკითხი – წულუკიანი დარჩება პარლამენტში თუ გადავა მთავრობაში, 50/50-ზეა“. სხვა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე ვრცლად ნახეთ “ინტერპრესნიუსზე”.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close