სიახლეები

არასრულწლოვნები სასტიკად მოკლული ქალის ცხედართან მთელი ღამე ისხდნენ – 10.000 ევროს გამო ჩადენილი სასტიკი დანაშაული

loading...
loading...

არასრულწლოვნები სასტიკად მოკლული ქალის ცხედართან მთელი ღამე ისხდნენ – 10.000 ევროს გამო ჩადენილი სასტიკი დანაშაული
ათენში, აგია ვარვარას უბანში მომხდარმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. დაკავებულები არიან 15 წლის გოგონა (მოკლულის ქალიშვილი), მისი 17 წლის რუმინელი შეყვარებული და ასევე, 16 წლის ბერძენი ბიჭი.
პოლიცია საქმის შოკისმომგვრელ დეტალებს ავრცელებს და ჩანს, რომ დანაშაული ჩადენილია დიდი რაოდენობით თანხის გამო.
ოფიციალური ცნობებით, მას შემდეგ, რაც არასრულწლოვნებმა ქალი დანით მოკლეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, საბნებში გაახვიეს და მთელი ღამე ცხედართან ისხდნენ, რათა მოეფიქრებინათ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მისთვის. თავდაპირველად ჰქონდათ იდეა, რომ დაეწვათ, მაგრამ ვერ შეძლეს.


აღსანიშნავია, რომ სახლი თავდაყირა იყო დაყენებული, რადგან არასრულწლოვნები ყველგან ეძებდნენ 10.000 ევროს, რომელიც ოჯახმა მას შემდეგ აიღო, რაც Nissan-ის მარკის ავტომობილი გაყიდა. მანქანა გოგონას მამას ეკუთვნოდა, რომელიც გასულ წელს სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.
არასრულწლოვნებმა სახლი საბოლოოდ მხოლოდ საბანკო ბარათით დატოვეს, 500 ევრო გამოიტანეს და სერესში გაემგზავრნენ, რათა შემდეგ ბულგარეთის გავლით, რუმინეთში, 17 წლის ბიჭი სამშობლოში გადასულიყვნენ. სწორედ იქ მოხდა მათი იდენტიფიცირება და დაკავება, 16 წლის ბერძენი კი თავად ჩაბარდა პოლიციას.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close