საზოგადოება

ვცადე 100-100 დოლარი მეჩუქებინა და არ გამომართვეს, ვენაცვალე მაგათ მშობლებს – რა მოხდა “მუშთაიდში”?

loading...
loading...

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ზურაბ ერისთავი, წერს:
„მეგობრებო, გუშინ მუშთაიდში, როგორც აღმოჩნდა “ეშმაკის ბორბალზე” ამომივარდა საფულე, სადაც 800 დოლარი და 300 ლარი მედო.
პოვნის იმედი, რა თქმა უნდა, აღარ მქონდა. მხოლოდ საბუთების მოძიების მიზნით მივაკითხე ადმინისტრაციაში.


ჩემი საფულე ორ ბიჭს უპოვია, ასე 15-17 წლისები იყვნენ და უკლებლივ ყველაფერი ჩაუბარებიათ ადმინისტრაციისთვის. მთელი ძალიათ ვეცადე 100-100 დოლარი მაინც მეჩუქებინა და არაფრით გამომართვეს. დასკვნა, იბერია მაინც გაბრწყინდება! ვენაცვალე მაგათ მშობლებს”

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close