
რუსთავში საზარელ ავარიაში გარდაცვლილი მამაკაცი მამუკა მოსიაშვილია. ის ავტობანთან მდგომ გაჩერებას შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. მას მეუღლე და 2 პატარა შვილი დარჩა.
როგორც “ინფო რუსთავის” გადამღები ჯგუფი ადგილიდან იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებას შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.
დატოვეთ კომენტარი