საზოგადოება

ორსული გოგონა საშაურმესთან იდგა და ხალხს ეუბნებოდა თუ ვერ შეჭამთ არ გადაყაროთ, მშიერი ვარ და მომეცითო, ერთმა ბიჭმა ეს რომ გაიგო იცით რა გააკეთა? ამას არავინ არასდროს გააკეთებდა

loading...
loading...

თბილისის ერთ ერთ საშაურმესთან გოგონა იდგა, კანკალებდა და მორიდებული იდგა იქვე კუთხეში, ხალხი შაურმის რიგში იდგა და ელოდა როდის იქნებოდა მათი შეკვეთა, მეც ერთ ერთი მათგანი ვიყავი. გოგონამ თითქოს ძალა მოიკრიბა, მოვიდა რიგში მდგომ ხალხთან და გვითხრა: თუ ვერ შეჭამთ არ გადაყაროთ, მშიერი ვარ და მომეცითო. ყველას გაგვიკვირდა, ზოგმა ზიზღით შეხედა და უშვერი სიტყვებით მოიცილეს თავიდან.
მე ხმა ვერ ამოვიღე და გაკვირვებული ვუყურებდი გოგონას. იქვე მდგომმა ერთ ერთმა ბიჭმა გოგონას ეს სიტყვები რომ გაიგონა, მაშინვე მივიდა მასთან და ჰკითხა: რამდენი ხანია რაც არ გიჭამია? გოგონამ მორიდებით უპასუხა რომ 2 დღეა წყალზე და 1 ნაჭერ პურზეა. გული მთლად დამეწვა. გოგონას ეს სიტყვები რიგში მდგომებმაც გაიგეს და წარმოუდგენელი რამ მოხდა. ბიჭმა 50 ლარიანი ამოიღო და გოგონას გაუწოდა, ამის მეტი არ მაქვს თორემ უფრო მეტს მოგცემდი, შენთვის შაურმა არ შეიძლება, ამიტომ რამე წესიერი იყიდე, რაც ორსულობის დროს შენთვის შეიძლება. იქვე მდგომმა მეორე ბიჭმაც 20 ლარიანი ამოიღო და გოგონას გაუწოდა, სულ ეს მაქვს, ბოდიში, შემდეგ მესამემ და ასე რიგში მდგომმა რამდენიმე ახალგაზრდამ გოგონას ფული აუგროვეს.

უნდა გენახათ გოგონას ცრემლიანი სახე, როდესაც ამ ყველაფერს ხედავდა, მე კი ვიდექი და ვამაყობდი ჩემი ერით, ხალხით, თუ როგორ შეგვიძლია ერთმანეთზე ზრუნვა. საფულე გავხსენი, სულ 25 ლარი მქონდა, ამოვიღე და მეც გოგონას მივაწოდე. ერთ ერთმა ბიჭმა თქვა წამოდით, ჩვენთვითონ ვუყიდოთ რაღაცეები, ცოდოა გოგონამ ამხელა მუცლით რომ იაროსო. იქვე ერთ ერთ სუპერმაკტში შევედით, რამდენიმე ბიჭი, 5 დიდი პარგი საჭმლით გავუვსეთ გოგონას, დანარჩენი ფული რაც დაგვრჩა მივეცით. ბიჭმა რომელიც თავიდანვე მივიდა გოგონასთან შესთავაზა სახლში მე წაგიყვან, ამდენ რამეს მარტო ვერ წაიღებო. ჩაისვა მანქანაში და გოგონა სახლში წაიყვანა. უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის ამ ყველაფრის შემდეგ. შეგვიძლია ხალხო სიყვარული. მხოლოდ ეს თუ გადაგვარჩენს. არვიცი მეტი რა დავწერო, უბრალოდ ახლაც ემოციებში ვარ.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close