სიახლეები

“მდგომარეობა ძალიან დამძიმდა…” – თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობა დამძიმდა. ნახეთ რას ამბობენ ექიმები

loading...
loading...

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლია. ინ­ფორ­მა­ცია ცენ­ტრის “ფე­ის­ბუქ” გვერ­დზე გავ­რცელ­და.
მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცერ­ცვა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და მას ორ­მხრი­ვი კო­ვიდ პნევ­მო­ნია და­უ­ფიქ­სირ­და. რაც შე­ე­ხე­ბა მის მე­უღ­ლეს ანა თო­ფუ­რი­ას, ის მკურ­ნა­ლო­ბას სახ­ლში აგ­რძე­ლებს.


“ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­ვა­დე­ბის მე­ექ­ვსე დღეს გა­უ­ა­რეს­და. აღე­ნიშ­ნე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა 38.0 გრა­დუ­სამ­დე. გულ-მკერ­დის ორ­გა­ნო­ე­ბის კომ­პი­უ­ტე­რულ- ტო­მოგ­რა­ფი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვით და­ფიქ­სირ­და ორ­მხრი­ვი კო­ვიდ პნევ­მო­ნია. იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­მოკ­ვლე­ვით აღე­ნიშ­ნე­ბა უჯრე­დუ­ლი და ჰუ­მო­რუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­უ­ა­რე­სე­ბა. ვი­ნა­ი­დან ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი წარ­მო­ად­გენს ორ­მა­გად მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფის პირს – იგი არის ასა­კო­ვა­ნი და ამა­ვე დროს აქვს არაჰო­ჯკი­ნის ლიმ­ფო­მა და სე­რი­ო­ზუ­ლი იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ამი­ტომ მისი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია მოხ­და. მას გა­და­ეს­ხა ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი “რემ­დე­სი­ვი­რი” ორი 100 მი­ლიგ­რა­მი­ა­ნი ფლა­კო­ნი ერთჯე­რა­დად. ის მკურ­ნა­ლო­ბას მო­მა­ვალ დღე­ებ­ში გა­აგ­რძე­ლებს კლი­ნი­კა­ში და მისი მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა კლი­ნი­კუ­რი და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით.რაც შე­ე­ხე­ბა თენ­გიზ ცერ­ცვა­ზის მე­უღ­ლეს-ანა თო­ფუ­რი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და მკურ­ნა­ლო­ბას აგ­რძე­ლებს სახ­ლში” – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close