სიახლეები

”ბოდიშს ვუხდი მძევლებს და მათ ოჯახებს, მე მათი დაზიანება არ მსურდა. აი რა იყო ჩემი მიზანი…” – მიკროსაფინანსოში შეჭრილი მძარცველი ემოციურ წერილს აქვეყნებს…

loading...
loading...

გუშინ წერეთლის გამზირზე ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მას სამი მოთხოვნა ჰქონდა, რომელიც ვიდეომიმართვის საშუალებით გაავრცელა. ესენი იყო კაზინოების დაკეტვა, ბანკებში სესხებზე პროცენტის შემცირება და წამლების ფასების ცოტათი შემცირება.
თავდამსხმელი, რომელიც გუშინ წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა, წერილს ავრცელებს და მძევლად აყვანილ პირებს და მათი ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდის.


ზურაბაშვილმა წერილი აჭარის მაუწყებელს გაუგზავნა. „ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს ვინც იმყოფებოდა შენობაში და მათ ოჯახის წევრებს, ვინც მიიღო სტრესი და ვინ თუ არა მათ იციან ძალიან კარგად, რომ მე არ მსურდა მათი დაზიანება. ჩემი ერთადერთი მიზანია, ხელისუფლებამ დაიწყოს ხალხზე ზრუნვა. რაც გამოიხატება აზარტული თამაშების აკრძალვასა და მკაცრ რეგულაციებში რაც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს საბანკო სესხებიდან და მაღალი საპროცენტო განაკვეთებისგან. ადამიანები დაიბრუნებენ ნორმალურად ცხოვრების უფლებას. ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას არ აქვს საშუალება შეიძინონ საჭირო მედიკამენტები ვინაიდან კატასტროფულად მოიმატა ფასებმა და ამის ხარჯზე მდიდრდებიან კონკრეტული ადამიანები. მე ამ იდეის გამო ვიბრძვი და ვიბრძოლებ სადაც არ უნდა ვიყო, ვინაიდან ეს არის მხოლოდ ჩემი სატკივარი და ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ იზრუნოს ხალხზე. ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“, – წერს ზურაბაშვილი წერილში.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close