
“სანამ დროა დაანებეთ თავი სიგარეტს” – ეს ყველა მწვეველმა უნდა წაიკითხოს !
ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სახელით მოქალაქეებს დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, სადაც კოვიდინფიცირების იმ რისკ-ჯგუფზეა საუბარი, რომელთაც მწეველები მიეკუთვნებიან.
„მწეველებში COVID19-ით ინფიცირების და მძიმე მიმდინარეობის რისკი უფრო მაღალია. თუ თქვენ ან თქვენი გარშემომყოფი ხართ მწეველი, ახლა კარგი დროა თამბაქოზე თავის დანებებისთვის. დარეკეთ ცხელ ხაზზე: 116001 (1) ან ჩამოტვირთეთ მობილური აპლიკაცია – „თავს ვანებებ“. სერვისი უფასოა“, – ნათქვამია ამირან გამყრელიძის უწყების მიერ დაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში.
დატოვეთ კომენტარი