საზოგადოება

ამბავი, რომელიც მეფემ დღემდე არ იცოდა – შორენა ბეგაშვილმა ორსულობის მე-4 თვეზე მოიშორა ბავშვი, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელისაგან ელოდა (ვიდეო)

შორენა ბეგაშვილმა ორსულობის მე-4 თვეზე მოიშორა ბავშვი, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელისაგან ელოდა-ამის შესახებ ია ფარულავასთან გადაცემაში ” ფარული კონვერტი” თავად შორენა ბეგაშვილმა განაცხადა.
შორენას ორსულობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე დავით ბაგრატიონ-მუხრანელითვის ცნობილი არ იყო.
“ეს ამბავი იყო მაშინ, მე როცა წამოსული ვიყავი მეფისგან. მე ვიყავი ფეხმძიმედ. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე თვითონ ვიყავი არასასურველი და ჩემს შვილს რა ერქმეოდა. საკმაოდ დიდი ნაყოფი იყო. მე ვიყავი სადღაც , დიდი ნაყოფი იყო და კლინიკაში არ ვყოფილვარ. ჩემმა მეგობარმა მიმიყვანა.მაშინ ვთქვი რომ ბავშვს აღარ გავაჩენდი. სადღაცმეოთხე თვეში ვიყავი. იმის მერე ბევშვე, ევას მერე რომ მეკითხებიან რატომ არ ვაჩენ ეს მარტო მე ვიცი. ამ ამბავს მეფე პირველად გაიგებს….რა უდა იგრძნოს არაფერი….მას ქონდა სურვილი, მიზანი, ოცნება, მე ამ ბავშვით უკან დავწევდი მის სურვილებს და არ იყო ბავშვის ადგილი მისთვის….” – ამბობს შორენა ბეგაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close