სიახლეები

მთავრობა მოსახლეობას კვლავ დაეხმარება – ახალი ინფორმაცია დღეს გავრცელდა

მთავრობა მოსახლეობას კვლავ დაეხმარება – ახალი ინფორმაცია დღეს გავრცელდა მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების პარალელურად მუშაობს საკომპენსაციო პაკეტზე, რომელიც მოაქალაქეებისკენ იქნება მიმართული, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. „ჩვენ ეს დღეები პრემიერ-მინისტრთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ. ერთი მხრივ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვები გვინდა იყოს დაბალანსებული და ამავდროულად, გვინდა,


რომ გადავტეხოთ ის უარყოფითი ტენდენცია რაც გვაქვს ინფიცირებულთა ზრდის თვალსაზრისით. პარალელურად, ვეძებთ ისეთ გზებს, რომ ბიზნესი ძალიან არ დავაზარალოთ და შევინარჩუნოთ მათი გაჯანსაღების ტენდენცია. ასევე პარალელურ რეჟიმში, ჩვენ ვმუშაობთ საკომპენსაციო პაკეტზე, რომელიც ერთი მხრივ იქნება მოქალაქეებისკენ მიმართული და მეორე მხრივ იმ დარგებისკენ, რომელზეც წერტილოვანი შეზღუდვები მოგვიწევს“, – აღნიშნა თურნავამ. დღეს პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერად ეკონომიკურ გუნდთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close