სიახლეები

მკაცრი შეზღუდვები ორშაბათიდან ამოქმედდება, ტრანსპორტით გადაადგილება 18:00 საათიდან აიკრძალება… – იხილეთ დამატებითი დეტალები

“რეზონანსმა” საკოორდინაციო საბჭოსთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით გაარკვია ახალი შეზღუდვის ზოგიერთი დეტალი, რომელსაც მთავრობა ხვალ გამოაცხადებს. პირველ რიგში, იგი შეეხება ტრანსპორტს, სავაჭრო ობიექტებს და ზოგიერთ სხვა ხალხმრავალ დაწესებულებას. შეზღუდვები ორშაბათიდან ამოქმედდება.


კოდევ უფრო მეტად შეზღუდავენ რესტორნებს, როგორც ხალხის რაოდენობის, ისე სამუშაო საათების მხრივ. გარდა ამისა, დიდ ქალაქებში ტრანსპორტის გადაადგილება საღამოს 18:00 საათიდან აიკრძალება. თბილისში და 3-4 ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაც არ არის გამორიცხული. “ორშაბათიდანვე მუშაობას შეაჩერებენ დიდი სავაჭრო ცენტრები და დახურული ბაზრობები. ჯერჯერობით მუშაობას გააგრძელებენ ღია ტიპის ბაზრები”, – განუცხადა წყარომ “რეზონანსს”.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close