სიახლეები

”ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ… მეტი საშველი აღარ არის…” – ლევან რატიანი განცხადებას ავრცელებს

loading...

„მომდევნო ორი კვირა მაინც, თავი შევიკავოთ დედაშვილური ურთიერთობისგანაც კი, რათა დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც“, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა. 
მისი თქმით, მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ყველანაირი ურთიერთობისგან.
„თუ ინვფიცირდით ჩვენ ვართ დაავადების გამავრცელებლები. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ვთხოვ, მეტი საშველი არ გვაქვს, თუ დაავადება ასე პროგრესულად გაიზარდა, გაგვეზრდება ქვეყანაში კრიტიკული პაციენტები, ამიტომ პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა დავიცვათ.


მე მესმის დღევანდელი ყოფა-ცხოვრების, მაგრამ სიცოცხლეზე დიდი ფასი კაცობრიობას არაფერი შეუქმნია, ამიტომ ყველას სიცოცხლე უნდა გადარჩეს და გადავარჩინოთ. ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ, ერმა, ბერმა ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავიცვათ. ეს მომდევნო ორი კვირა მაინც, როცა პიკი იქნება, თავი შევიკავოთ ერთმანეთთან ურთიერთობისგან, ყველანაირ მიგრაციაზე, დედაშვილურზეც, რომ დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

დატოვეთ კომენტარი
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close