საზოგადოება

,,დედა და მამა გაშორებულები არიან, ბებია სახლიდან მაგდებს და უსახლკაროდ ვრჩები, ჩემს ორგანოებს გავყიდი ოღონდ 15 000 დოლარი ვიშოვო რომ ბებიას მივცე” – 15 წლის ბიჭის შემზარავი წერილი, რომელიც მამა ნექტარიოსმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დახმარება ითხოვა

loading...

სოციალურ ქსელში მამა ნექტარიოსი 15 წლის ბავშვის მესიჯებს აქვეყნებს, სადაც ბიჭი ცდილობს გაარკვიოს თუ სად იბარებენ ადამიანის ორგანოებს, რომ ჩააბაროს, რათა 15 000 დოლარი იშოვოს და ბებოს მისცეს, რათა ბინიდან არ გამოაგდოს ის და უსახლკაროდ არ დარჩეს.
“15 წლის ბავშვი მწერს რომ დავეხმარო ან ვაპოვნინო საავადმყოფო სადაც ადამიანის ორგანოებს ყიდულობენ, ბინიდან უშვებენ ბავშვს და უბრალოდ შემირცხვენია ის ქვეყანა და სახელმწიფო სადაც 15 წლის ბავშვი ორგანოების გაყიდვას ნატრობს…”
ალია” ესაუბრა 15 წლის ბავშვსაც და მის დედასაც.
დედამ გვიამბო, რომ იგი არაერთხელ იყო ძალადობის მსხვერპლი:
“თბილისიდანაც კი ჩაერა პოლიცია, რომ როგორღაც ძალადობა მორჩენილიყო. ახლა მეუბნება, ხომ გავშორდით და გაეთრიეთ აქედანო. მოჰყავთ სახლის მყიდველები და აჩვენებენ ბინას, სანამ ჩემი შვილის ბაბუა ცოცხალი იყო, ის გვპირდებოდა, რომ ბინას უყიდდა ჩემ შვილს, ახლა რაც ის გარდაიცვალა, პოლიციამ მოიყვანა ჩემმა ყოფილმა ქმარმა და დედამთილმა და ისე გვიპირებდნენ გაყრას, მაშინ ბავშვმა თქვა, თავს ჩამოვიხრჩობ ამ სახლში და არ გავალ აქედან ცოცხალიო, პოლიციამ ოქმი დაწერა და წავიდა. ახლა, ყოფილი მეუღლე გვეუბნება, მომეცით 15 000 დოლარი და მე გავაჩუმებ დედაჩემსო… მე მთელი ცხოვრება ვმუშაობ, განა არ ვმუშაობ, სულ შრომაში ვარ, დავრბივარ ახლა ბანკებში, ხვალაც წავალ, ვცდილობ სესხი ავიღო, მაგრამ არავინ მაძლევს ამხელა ფულს… მარტო იმაზე ვდარდობ, ბავშვი რომ ასე ნერვიულობს, ეკლესიური ბავშვია და წყნარი, მშვიდი იყო, ახლა კი ძალიანაა განერვიულებული…”
ოჯახის თხოვნით, “ალია”აქვეყნებს საკონტაქტოდ ტელეფონის ნომერსაც, ოჯახი ცხოვრობს ქობულეთში: – 558 69 76 90

15 წლის ბავშვი მწერს რომ დავეხმარო ან ვაპოვნინო საავადმყოფო სადაც ადამიანის ორგანოებს ყიდულობენ ,ბინიდან უშვებენ ბავშვს…

Опубликовано მამა ნექტარიოს მჭედლიძე Среда, 25 ноября 2020 г.
დატოვეთ კომენტარი
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close