
ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სასწრაფოების რიგია აღბეჭდილი. სურათი გადაღებულია გურამიშვილის გამზირზე, სასტუმრო “შაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ სასწრაფოებში სწორედ კოვიდინფიცირებული პაციენტები წვანან, რომლებიც თავიანთ რიგს ელოდებიან, როდის გათავისუფლდება მათთვის ადგილი.
“ასეთი ამბავი უკვე ხშირია, როდესაც სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანა, 10-12 ერთდროულად მოდის და პაციენტები მოჰყავს. ჩვენთან პარალელურად ფუნქციონირებს ცხელების ცენტრი. ადგილზე მუშაობენ ექიმები და სამედიცინო პერსონალი, რომლებიც ატარებენ ტესტირებას. დადასტურების შემთხვევაში თუ გვაქვს ადგილი, ჩვენთან სასტუმროს ნომერში გადაყავთ, თუ არადა, ხდება პაციენტისთვის ადგილის მოეძებნა ან საავადმყოფოში გადაყვანა. რიგი ფოტოზე, რის გამოც, ამხელა ამბავი ატყდა, ჩვეულებრივი მოვლენაა უკვე.
37 ოთახი გვაქვს გამოყოფილი პაციენტებისთვის. გადატვირთულად წავიდა ეს დღეები, თითქმის ყოველდღე მოყავდათ პაციენტები.
ნეტა ხვალ გათენდეს ისეთი დილა, რომ სასტუმროში ტურისტი შემოვიდეს. ყველა მინდა, რომ ჯანმრთელად ვიყოთ. ჩვენ სასტუმრო ვართ და არა კლინიკა, გვინდა ჩვენი საქმე ვაკეთოთ”, – განუცხადა “ამბებს” “შაინის“ დირექტორმა რამაზ ბიჭიაშვილმა.