სიახლეები

ცნობილია, ვინ მიიღებს ერთჯერადად, 300-ლარიან დახმარებას

loading...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ორთვიანი შეზღუდვების პირობებში მათ აქვთ ბიზნესის სფეროში დასაქმებული ადამიანების დახმარების გეგმა.
„რაც შეეხება საქართველოს მთავრობის სოციალური დახმარებისა და ბიზნესის დახმარების მეოთხე ტალღას. გვახსოვს, ბიზნესის დახმარების და სოციალური დახმარების წინა სამი ტალღა იყო უკიდურესად მიზნობრივი.

იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვზღუდავთ რამდენიმე კვირით საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და გვესმის, რომ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეები არიან დასაქმებულები. ეს შეზღუდვა არის დაახლოებით 4-5 კვირა ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ-მიზნობრივ დახმარებას რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის დახმარება პირველი ტალღის პერიოდზე – ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად რომელთანაც ისინი არიან დასაქმებული. ამ სამს ლარიანი დახმარების გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ თითოეულ იმ ადამიანს ვისაც გააჩნია საბანკო სესხი – ამ სექტორში დასაქმებულს, ამ სფეროდან. მიზნობრივად სახელმწიფო მიეხმარება სესხის გადავადებაში, “- განაცხადა გიორგი

დატოვეთ კომენტარი
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close