სიახლეები

“პისტოლეტი ჰქონდა, ყვიროდა, თავად გახსნა სალარო და ბღუჯა-ბღუჯა ამოჰქონდა ფული”- “საქართველოს ბანკზე” მომხდარი ყაჩაღობის უშუალო თვითმხილველი

loading...

თბილისში, დიღმის მასივში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი ყაჩაღობის შესახებ თვითმხილველები საუბრობენ. შეიარაღებულმა მამაკაცმა კი გაქცევა შეძლო.
თვითმხილველი ჰყვება, რომ კაცს კაპიუშონი ეხურა, და მხოლოდ თვალები უჩანდა.


“რიგში ჩემს წინ იდგა, როცა მოლარემ დაუძახა, მანიშნა მე მივსულიყავი, რომ მითმობვდა რიგს, როგორც კი ბანკის თანამშრომელს მივუახლოვდი, ამოიღო პისტოლეტი და გვიბრძანა ჩუმად ვყოფილიყავით. ყვიროდა, ფული გაახსნევინა მოლარეს უჯრა და საკუთარი ხელით, ბღუჯა-ბღუჯა ამოიღო ფული, ჩაიდო ქურთუკში და წავიდა”- აცხადებს თვითმხილველი, რომელიც პოლიციამ უკვე გამოკითხა.
როგორც “ნიუპოსტს” უწყებაში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობა) დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close