სიახლეები

რამდენიმე წუთის წინ თბილისში, ექსპრესფილიალში შეიარაღებული კაცი შეიჭრა

დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის” ექსპრესფილიალში შეიარაღებული კაცი შეიჭრა და თანხა გაიტაცა. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.
როგორც თვითმხილველმა განაცხადა, თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა.

ამ დროისთვის ადგილზე კრიმინალისტები არიან მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან, გატაცებული თანხის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიება ყაჩაღობის მუხლითაა დაწყებული.
წყარო: http://resonancedaily.com
ფოტო პირობითია არ შეესამაბო რეალობას!

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close