საზოგადოება

,,ბოზები გადავდივართ ვირტუალურ სექსზე…” – 23 წლის ქართველი მეძავი, რომელსაც სექსი არასოდეს ჰქონია

loading...

როდესაც ხუთშაბათს, მთავრობამ ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დააწესა, ერთ-ერთ პოსტზე გოგონამ დააკომენტარა – „ბოზები გადავდივართ ვირტუალურ სექსზე“…
მალე თაკოს ინტერვიუზე შევუთანხმდით და „პრაიმტაიმის“ კითხვებს საკმაოდ გულახდილად უპასუხა.
– სტუდენტი ვარ, 23 წლის. თბილისში ვცხოვრობ ქირით. სწავლის პარალელურად ვმუშაობდი სილამაზის სალონში, სტილისტად, მაგრამ გაზაფხულზე სალონები რომ დაიკეტა, დავრჩი უმუშევარი და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე. ვერც ქირას ვიხდიდი და ვერც თავს ვინახავდი. მოვძებნე გზა, რითაც თავის გატანას შევძლებდი. ეს იყო ვირტუალური სექსი. ბევრი მამაკაცია დაინტერესებული ამით. ზოგი მარტო ცხოვრობს და შინ გამოკეტილი ვერ გადის ვერსად მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ზოგს მოსწონს ეს პროცესი და მეც ავდექი და შევთავაზე.

უკმაყოფილო არ ვარ, კარგად გამოვიმუშავებ, უამრავი კლიენტი მყავს. აგერ, ჩემი ანგარიში ნახეთ, 1000 ლარი მაქვს.

Нет описания.
Нет описания.

სხვადასხვა მომსახურებას სხვადასხვა ფასი აქვს. ძირითადად, დროით განისაზღვრება. 5 წუთი 10 ლარი ღირს. პირველი დეკემბრიდან გაძვირდება მომსახურება. მე კლიენტს არ ვატყუებ, რასაც ვპირდები, ვუსრულებ კიდეც. ვერც კლიენტი მომატყუებს, რადგან ჯერ ფული უნდა ჩარიცხოს, გადარიცხვის სქრინი გამომიგზავნოს და მომსახურებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.

აგერ, თქვენც გაჩვენებთ, ჩარიცხვებს და დარწმუნდებით. რომ ბევრი კლიენტი მყავს.

Нет описания.

პირადად არავის ვხვდები და არც არასოდეს შევხვედრივარ. როცა ონლაინ ვარ, სახე აუცილებლად დამალული მაქვს, რომ შემთხვევით ნაცნობი არ აღმოჩნდეს კლიენტი და ისედაც, არაა სასიამოვნო, რომ ქუჩაში მიცნოს ვინმემ. ჩემ გარშემო არავინ იცის, რას ვსაქმიანობ. უახლოესმა მეგობარმაც კი. მე ვიცი მხოლოდ და არც ვაპირებ, რომ ვინმეს ვუთხრა და გავენდო.

შეყვარებული არა მყავს და სექსიც არასოდეს მქონია, ქალწული ვარ და როცა გავთხოვდები, მაშინ მექნება, ქმართან. ახლა ასეა საჭირო და ასე ვცხოვრობ.

ხანდახან კლიენტები მთხოვენ კიდეც, რომ შევხვდე, მაგრამ მაგას არასოდეს გავაკეთებ. ზოგიერთი მუდმივი კლიენტი სიყვარულსაც მიხსნის. მაგათ არც ერთს არასოდეს გავიცნობ რეალურად და არასოდეს ვიფიქრებ რომელიმე მათგანზე.

პირადად ჩემი ცხოვრება პანდემიამ შეცვალა ასეთი კუთხით. სამწუხაროა,რომ ასე მოხდა, მაგრამ მხოლოდ ხანდახან ვნანობ. ვცდილობ, ამაზე არ ვიფიქრო ხოლმე. თავის გადარჩენის გზა ასე მოვძებნე, მაგრამ არ მიმაჩნია,რომ ბოზი ვარ. მე არა მაქვს რეალური სექსი და არა მაქვს პირადი ურთიერთობები. უბიწოდ ვრჩები.

წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ეროტიკულ ფილმში მიღებენ და მსახიობი ვარ, რომელიც შიშველი სხეულით სხვებს კმაყოფილებას ვანიჭებ.
წყარო: https://primetime.ge

დატოვეთ კომენტარი
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close