სიახლეები

1000 ლარი ყველა ოჯახს 3 თვის განმავლობაში – რა განცხადება კეთდება ამ წუთებში

ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი უმუშევრად დარჩენილ ოჯახებისთვის შემდეგი სამი თვის განმავლობაში 1000 ლარიანი დახმარებების გაცემის ინიციატივით გამდის და ამბობს, რომ ეს შეამსუბუქებს ადამიანების მძიმე მდგომარეობას და წაადგება ქვეყნის ეკონომიკასაც, რადგან გაჩნდება ფული მოზიდული ფული ქვეყნის ეკონომიკაში არის და ამას სჭირდება სწორად განკარგვა. პირველი რაც უნდა გაკეთდეს სოციალური მიმართულებით, უნდა ჩაიდოს დამატებით დაახლოებით, 1,5 მილიარდი ლარი რაც საკმარისია საქართველოში მცხოვრებ 5 ათას ოჯახის ყოველთვიურად 3 თვე მივცეთ 1000 ლარიანი დახმარება.

ეს არ არის მხოლოდ სოციალური დახმარება ოჯახების, ეს არის ეკონომიკური რეფორმის ნაწილი იმიტომ, რომ ადამიანებმა რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი და ამ ადამიანებს მივცეთ 1000 ლარიან კომპენსაციას შემდეგი 3 თვის განმავლობაში, ეს პირდაპირ ნიშნავს რომ ეს თანხები წავა ქვეყნის ეკონომიკაში” ამბობს ირაკლი ყიფიანი “დღის სტუმარში” საუბრისას. ყიფიანი თვლის, რომ არასწორია კომუნალური გადასახადების დასუბსიდირებაც, რადგან ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს რაში დახარჯავს იმ დახმარებას რომელიც მას ეკუთვნის.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close