სიახლეები

ავტობანზე მომხდარი საზარელი ავარია – “იქნებ ცოცვხალ მომიკლეს, იქნებ გული უმუშავებდა”- პოლიციის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის პირველი კომენტარი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან მომხდარი საზარელი ავარიის შედეგად გარდაცვლილი 40 წლის შალვა ჯულაყიძის ოჯახი ობიექტიურ გამოძიებას ითხოვს.
მამაკაცის ცოლი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, სამი დღის წინ, პოლიციის მაღალჩინოსანი, სამსახურეობრივი ავტომობილით, ფზაზე გაჩერებულ „ფორდ ტრანზიტ“-ის მარკის ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგადაც მისი ქმარი დაშავდა.
ქალი აღნიშნავს, რომ მამაკაცი ექსპერტიზის ბიუროში ისე გაკვეთეს, რომ ოჯახისთვის არაფერი უცნობებიათ. სწორედ ეს გარემოება უჩენს ოჯახს ეჭვს, რომ სამართალდამცავთა ორგანო ახლა საქმის “შეკერვას” ცდილობს.
ავარიაში ფიგურირებს ამბროლაურის პოლიციის უფროსის მოადგილე. ჯულაყიძეები ამბობენ, რომ პოლიციელი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. “შემოვიარე წყალტუბოს საავადმყოფოები. ვერასად ვერ მივაგენი. ისე გაუჭრიათ კაცი, რომ არაფერი ვიცოდით. იქნებ ცოცვხალ მომიკლეს, იქნებ გული უმუშავებდა?!”- ამბობს გარდაცვლილის ცოლი.


ავტოსაგზაო შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. საქართველოს მთავარი პროლურატურა თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „ფორდ ტრანზიტის“ მძღოლი შ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს მიკროავტობუსის მგზავრმა ნ.ჯ.-მ, „ტოიოტა ჰაილუქსი“-ს მძღოლმა ა.დ.-მ და მისმა არასრულწლოვანმა მგზავრებმა ზ.დ.-მ და გ.დ.-მ. დაშავებულები ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობენ.
შოთაძის უწყების მტკიცებით, გამოძიების დაწყებისთანავე, სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადაუდებლად შემოწმდა „ტოიოტა ჰაილუქსი“-ს მძღოლი ა.დ, რომელიც აღმოჩნდა ფხიზელ მდგომარეობაში. ასევე, გამოძიების მიერ მისგან ნიმუშის სახით აღებული იქნა სისხლი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა.
“გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს. საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ მოწმეები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, ასევე ავტოტექნიკური და ავტოსაგზაო ექსპერტიზები, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მძღოლის ბრალეულობის დასადგენად. ასევე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”- წერია განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close