სიახლეები

ცხელი ჩაის ამინდები იწყება – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

მოკალათდით ფანჯრებთან და გაეცანით ამინდის პროგნოზს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.
დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, 28 ნოემბერს ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს.


აღმოსავლეთ საქართველოში, ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში 2 დეკემბრამდე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი იქნება
“დაიჯესტი”

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close