სიახლეები

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია 3 დეკემბრიდან იწყება

loading...

შემოსავლების სამსახურისგანცხადებით, იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო ბიზნესობიექტების მუშაობის შეჩერება მოუწიათ, ერთჯერადად 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად დარეგისტრირება 3 დეკემბრიდან შეუძლიათ, 24 დეკემბრის ჩათვლით.
მათ განაცხადი ელექტრონულად უნდა შეავსონ.
შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით.


“რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, დროულად და ვადების დაცვით მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.
“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი.
ამასთან კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი”. – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close