სიახლეები

“აგერ მომიყვანეს მკვდარი, შვილო… იმის ნაცვლად რომ ყურადღება მიექციათ, დააძინეს” – 24 წლის გოგოს გარდაცვალებაში ოჯახი სრულ პასუხისმგებლობას ექიმებს აკისრებ

loading...

კორონავირუსით დაღუპული 24 წლის ნინო გულიკაშვილის ოჯახის ვარაუდით, მცხეთის საავადმყოფოში დაბალი სიცხით შეყვანილი ნინო გულიკაშვილი COVID19-ით სწორედ კლინიკაში დაინფიცირდა, რადგან ტესტის დადებითი პასუხი მხოლოდ მესამე ტესტის ჩატარების შემდეგ დაუდგინდა.
ცნობილი ხდება, რომ ვირუსს მედიკოსები მხოლოდ დამამშვიდებელი პრეპარატებით ებრძოდნენ, გოგონა კი ოჯახის წევრებს ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა, სადაც შველას ითხოვდა.
გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ნინო ოჯახს წერდა, რომ წყალსაც არ აძლევდნენ.


ოჯახი სრულ პასუხისმგებლობას ექიმებს აკისრებს და ამბობს, რომ ნინო მოკლეს. ოჯახის წევრებმა მცხეთის კლინიკაში ავადმყოფი თავად გადაიყვანეს, გამოძახებული სასწრაფო კი გზაში დაეწიათ.
“ჩვენ თვითონ წავიყვანეთ, თემქაზე დაგვეწია სასწრაფო, მერე სასწრაფოთი გადაიყვანეს, დილაზე დაგირეკავო და ვეღარ დამირეკა, აგერ მომიყვანეს მკვდარი, შვილო… იმის ნაცვლად, რომ ყურადღება მიექციათ, დააძინეს”, – ამბობს გარდაცვლილის დედა.
ოჯახის ვარაუდით, არასათანადო პრეპარატების გამოყენებამ ნინო გულიკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა და მას ფილტვები გაეთიშა. კლინიკაში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ გოგონას შაქრიანი დიაბეტი აღმოაჩნდა, რაც თავადაც არ იცოდა, ამ დაავადებას კი, ექიმის თქმით, მსგავსი გართულებები ახასიათებს.
წყარო: http: //fbmediatv.com/news/2294–24-.html

დატოვეთ კომენტარი
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close