სიახლეები

ნახეთ რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს თოვლს კორონავირუსის გავრცელებაზე

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, ამ დაავადების შესახებ გაჩნდა უამრავი მითი, რომლებიც სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული სისწრაფით ვრცელდება. შედეგები კი შეიძლება, საკმაოდ სახიფათო იყოს, რადგან საზოგადოება დაიბნეს სიმართლისა და სიცრუის ერთმანეთისგან გარჩევისას.
გაჩნდა უამრავი კითხვა იმის შესახებაც, თუ რა საშუალებებია ყველაზე ეფექტიანი ამ დაავადების პრევენციისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ კითხვებზეც დეტალურ პასუხებს გვთავაზობს.


ფაქტი: ცივი ამინდი და თოვლი ახალ კორონავირუსს არ კლავს
არ არსებობს მიზეზი დავიჯეროთ, რომ სიცივე ახალ კორონავირუსსა და სხვა დაავადებებს კლავს. მიუხედავად გარემოს ტემპერატურისა, ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურა 36,5°C — 37°C-ია. ყველაზე ეფექტიანი გზა ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად არის ხელების ხშირად დაბანა საპნითა და წყლით ან გაწმენდა ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებებით.
თოვლი კორონავირუსის გავრცელებეას ნამდვილად არ უშლის ხელს, პირიქით შეიძლება ითქვას, რომ ხელს უწყობს, ამიტომ გთხოვთ დარჩით სახლში.
წყარო: https://1tv.ge

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close