სიახლეები

დედაჩემისთვის წამლები ვიყიდე აფთიაქში და სახლში ტაქსით წამოვედი, შუა გზაში მძღოლმა მოულოდნელად დაამუხრუჭა, ჯიბისკენ ხელი წაიღო და ისეთი რამ გააკეთა გაოგნდებით…

იმედის ცრემლი
გიამ ახმეტელის მეტრომდე დაახლოებით 12 კილომერტი ფეხით იარა, დედის პენსია ჰქონდა ასაღები. პენსია, როგორც იქნა, აიღო, მაგრამ ისეთი დაღლილი იყო ცალკე ფეხით სიარულითა და ცალკე ბანკომატთან პენსიის რიგში დგომით, გადაწყვიტა, ტაქსი დაეჭირა და შინ ტაქსით დაბრუნებულიყო. “ღმერთო, ამ კორონავირუსმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა, ტრანსპორტი არ დადის, მანქანა კი მე არ მყავს. მოდი ჯერ აფთიაქში შევალ, დედას წამლებს ვუყიდი და მერე ტაქსით წავალ, თორემ ფეხები აღარ მემორჩილება, ნახევარ საუკუნეს ვუკაკუნებ უკვე”, – გაიფიქრა გიამ და აფთიაქში შევიდა. იქიდან რომ გამოვიდა, ტაქსი დაიჭირა, მძღოლს მგზავრობის საფასურზე როგორღაც შეუთანხმდა და ტაქსის უკანა სავარძელში მოკალათდა. მძღოლს პირბადე და რეზინის ხელთათმანები ეკეთა, მანქანა დაძრა და სარკეში გიას თვალიერება დაიწყო. ასეთია ტაქსის მძღოლების ჩვევა. თანაც ტაქსის მძღოლს ხომ ლაპარაკი უყვარს – შესაძლოა არც უყვარს, მაგრამ საუბარში დრო სწრაფად გადის.


– გიხდება პირბადე, – ხუმრობით უთხრა მძღოლმა გიას, – მგონი, მეც მიხდება, – გაეღიმა, მაგრამ პირბადე ღიმილს უფარავდა. – კი, მიკეთია პირბადე, – თავი დაუქნია გიამ, – ახლახან ვიყიდე აფთიაქში. დედაჩემისთვის წამლებიც ვიყიდე მისივე პენსიით. – რა სჭირს დედას? – იკითხა ტაქსისტმა. – დედა ლოგინადაა ჩავარდნილი, – უპასუხა გიამ. – რატომ? გიამ პასუხი შეუყივნა, არ იცოდა, საიდან დაეწყო.~~

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close