სიახლეები

ახალი დეტალები აშშ-ში 18 წლის ქართველი ახალგაზრდის მკვლელობის შესახებ

loading...

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქის 18 წლის ჯაბა ადამიას მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი აცხადებს, ადამიას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 21 წლის ახალგაზრდაა. ოჯახის ახლობლის თქმით, ბრალდებული მკვლელობის შემდეგ ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის ამერიკელმა სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს.

„მოკლეს. დანით დაჭრეს. ისევ ქართველმა მოკლა. დამნაშავე დაჭერილია. ბოლომდე ჯერ არ გარკვეულა რა უძღოდა კონფლიქტს წინ. როგორც ვიცი დიდი ხანი არ იცნობდნენ ერთმანეთს. საახლობლოც გარკვევის პროცესში ვართ, ბოლომდე არაფერი ვიცით“, – აცხადებს ოჯახის ახლობელი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯაბა ადამიას ოჯახმა 3 წლის წინ ე.წ. მწვანე ბარათი მოიგო და საცხოვრებლად აშშ-ში გადასახლდა. ინფორმაციისთვის, ჯაბა ადამიანი ბრუკლინში მოკლეს. ადამიას დაზიანებები ცივი იარაღით მკერდის არეში მიაყენეს.

დატოვეთ კომენტარი
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close