საზოგადოება

კინაღამ შვილი მომიკვდა ახლაც დაუჯერებელია, როგორ გადარჩა- მოროშკინას მიმართვა

კინაღამ შვილი მომიკვდა ახლაც დაუჯერებელია, როგორ გადარჩა- მოროშკინას მიმართვა ჟურნალისტი და რამდენიმე წიგნის ავტორი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში, თავისი ფეისბუქმეგობრების მიერ გამოვლენილი უარყოფითი ემოციებით უკმაყოფილოა.
მოროშკინა ყველას თავის შეკავებისკენ მოუწოდებს და დადებით მოვლენებზე ორიენტირებას ურჩევს. ამასთან აღნიშნავს, რომ ბევრი პრობლემის მიუხედვად საჯაროდ უარყოფითი ენერგია არასდროს გამოუვლენია.


„ნეტა სიყვარულზე წერდეთ ამდენს… ძალიან დამღალეთ „წკვინტლნარევი” პოსტებით…
ცხოვრებაში იმდენი გადავიტანეთ მეც და ჩემმა ოჯახმაც, მტერს არ ვუსურვებ… „იმედელებმა” იციან, კინაღამ შვილი მომიკვდა გადაღებაზე, ახლაც დაუჯერებელია, როგორ გადარჩა, თვეები გიბსში იწვა, მაგრამ აქ არ „გადმომისხია” ნეგატივი!
მართლა გოდების კედელს ნუ დაამსგავსეთ სოციალური ქსელი. ვშლი ყველა მოწუწუნეს!
აიღეთ მაგალითი ნიდერლანდებისგან, ფინელებისგან, იტალიელებისგან, ესპანელებისგან ფრანგებისგან, აგერ აშშ „მთლა” რევოლუციას აანონსებს… რაღა ორღობულ სახის ხოკვაზე გაქვთ სწორება?
P.S ნეტა რამდენი ადგებით თბილი სავარძლიდან აფხაზეთის დასაბრუნებლად?” – წერს ლალი მოროშკინა.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close