საზოგადოება

რატომ აჩუქა მაკა ასათიანის ქმარმა პაატა იმნაძეს სახლი – იმნაძე განცხადებას ავრცელებს

loading...

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, პა­ა­ტა იმ­ნა­ძე “მთა­ვა­რი არ­ხის” ეთერ­ში გა­სულ სი­უ­ჟეტს ეხ­მი­ა­ნე­ბა. სი­უ­ჟეტ­ში სა­უ­ბა­რი იყო იმის შე­სა­ხებ, რომ იმ­ნა­ძემ პან­დე­მი­ის დროს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სახ­ლი შე­ი­ძი­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქო­ნე­ბა კი მის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ არის შე­ტა­ნი­ლი.
რო­გორც პა­ა­ტა იმ­ნა­ძე გან­მარ­ტავს, სახ­ლი მის ოჯახს კოტე გო­გე­ლი­ამ აჩუ­ქა, რო­მე­ლიც მისი ცო­ლის ძმაა. ცნო­ბის­თვის, გო­გე­ლია დი­ზა­ი­ნერ მაკა ასა­თი­ა­ნის ქმა­რია.
“ერთ-ერთი არ­ხის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ მოხ­დეს ჩემი დის­კრე­დი­ტა­ცია, რო­გორც NCDC – ის წარ­მო­მად­გენ­ლის და გა­ა­ჩი­ნოს ჩვენ მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბა. ანუ რო­დე­საც ჩვენ მო­სახ­ლე­ო­ბას ვე­ტყვით და­ი­ცა­ვით დის­ტან­ცია, გა­ი­კე­თეთ პირ­ბა­დე, მო­ე­რი­დეთ ხალ­ხმრვალ შეკ­რე­ბებს და სხვა, ყვე­ლა­ფე­რი ეს ხალ­ხმა ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნოს.
სი­უ­ჟეტ­ში ყო­ვე­ლი მო­წო­დე­ბუ­ლი ფაქ­ტი, ციფ­რი და გვა­რიც კი, სპე­ცი­ა­ლუ­რად და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი იყო. სა­ჩუ­ქა­რი თა­ვის დას და შე­სა­ბა­მი­სად მეც, გაგ­ვი­კე­თა ამ და სხვა მე­დი­ის­თვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად ცნო­ბილ­მა, ჩემ­მა ცო­ლის ძმამ, კოტე გო­გე­ლი­ამ. პან­დე­მი­ამ­დე, და­უს­რუ­ლე­ბელ შე­ნო­ბა­ში გა­და­ვე­დით და კომ­პა­ნი­ის პა­სუ­ხის­მგე­ბელ პირ­თან გუ­ში­ნაც, მე­რამ­დე­ნედ, გა­და­ვა­მოწ­მეთ და სახ­ლი ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ისევ არ არის.
რო­გორც კი ეს ქო­ნე­ბა ჩემი ცო­ლის სა­ხელ­ზე და­რე­გის­ტრირ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად აი­სა­ხე­ბა ჩემს დეკ­ლა­რა­ცი­ა­შიც. ჩემს მიერ, ჯერ 1992 წ. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შიშ და­ა­ვა­დე­ბა­თა ცენ­ტრის, ხოლო 1996 წ. NCDC ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შემ­დგომ, მთე­ლი ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა და ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვას. ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ”, – წერს პა­ა­ტა იმ­ნა­ძე.

ერთერთი არხის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია, როგორც NCDC – ის…

Опубликовано Paata Imnadze Воскресенье, 13 декабря 2020 г.
დატოვეთ კომენტარი
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close