სიახლეები

“გლოვის ზარია ქუთაისში… ყველაზე საშინელი წელია…” – ვინ არიან გარდაცვლილი ექიმები, რომლებსაც მთელი ქუთაისი გლოვობს

loading...

ქუთაისში კორონავირუსით მეან-გინეკოლოგი რუსუდან ჯიქია და ექიმი ქეთევან ჩირგაძე გარდაიცვალნენ.
“დაიჯესტის” ინფორმაციით, რუსუდანს COVID-19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, მისი მდგომარეობა დამძიმდა და გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. 
ქეთევან ჩირგაძეს, რომელიც ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალში მუშაობდა, ჩვენი ინფორმაციით ჰყავს ქალიშვილი  და ორი შვილიშვილი. 

სოციალურ ქსელებში ექიმების გარდაცვალებას მათი პაციენტები და მეგობრები სტატუსებით ეხმაურებიან:

„გლოვის ზარია რუსუდან ჯიქიას ოჯახში, ახალ N2 სამშობიარო სახლსა და ქუთაისში. მრავალდღიანი ბრძოლის შემდეგ ვერაგმა ვირუსმა კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე შეიწირა. რუსუდანი ყველაზე გვიან დაავადდა კოვიდით, მაგრამ ვირუსი მასზე ძლიერი აღმოჩნდა“

„ჩვენი დიდი მეგობრობის და სიყვარულის აღსანიშნავად მთელი ცხოვრება ჩვენს გვერდით იქნები..ასეთი დაუნდობელია ცხოვრება კეთილი და საუკეთესო ადამიანებისთვის და არც შენ იყავი გამონაკლისი.. ამ წლის საშინელი დასასრული რომელიც გაგრძელდება დიდხანს ჩვენს გულებში.. მიყვარხარ ჩემო ბუთქუნა კარგო ქალო, არაჩვეულებრივო დედა! შენი ვარსლვლავი სულ ინათებს ცაზე…“

„ჩემო უთბილესო ადამიანო როგორ მტკივა და მიმძიმს ამ რეალობის დაჯერება. ღმერთმა ნათელი დაგიმკვიდროს სასუფეველში! ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, შენ ჩემი ნათლია ხარ და მუდამ იქნები ჩემს გულში და ლოცვებში! მშვიდად განისვენე საყვარელო“

„რუსიკო ექიმო,როგორ მჯეროდა რომ ამ ვირუს დაამარცხებდით, მემახსოვრებით როგორც თბილი ,კეთილი და საოცრად კარგი ადამიანი“

„ძალიან ძნელია სანუგეშო სიტყვები უთხრა მის ასაკოვან დედას, ქალბატონ ნაილის, მეუღლეს, ბატონ დათო მურღულიას, რუსოს მზეს და მთვარეს, სიცოცხლის აზრს ქალიშვილს, თიკო მურღულიას, მეგობრებსა და ნათესავებს,“ – აცხადებენ ქუთაისის „ახალ N2 სამშობიარო სახლში“.

„ქეთი ექიმო ,როგორ მეტკინა გული. .. როგორი თბილი და კეთილი იყავით რამხელა სითბოს გამოხატავდით ჩემს მიმართ.. ძალიან მიყვარხართ. მუდამ მემახსოვრებით. უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი“,- უწერენ კომენტარებში.

„ძალიან ძნელია სანუგეშო სიტყვის თქმა,თანაგრძნობის გამოხატვა,მაგრამ მაინც უნდა გითხრათ.ოჯახის ბურჯი წაიქცა,როიმელმაც მთელი სიცოცხლე თქვენთვის იარსება.გაუძელით,ანუგეშეთ ქალბატონი ნაილი,გაუფრთხილდით ერთმანეთს,გაძლიერდით და ილოცეთ რუსოსთვის.ის მუდამ თქვენთან იქნება და იქედანაც არ მოგაკლებთ მფარველობას. ღმერთმა გაანათლოს რუსოს სული“,- უწერენ რუსუდან ჯიქიას.

დატოვეთ კომენტარი
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close