სიახლეები

“მშრომელი ბიჭი იყო, მამამისსაც ეხმარებოდა, ტრავმირებული ოჯახია“ – ვინ არის წნორში ავარიისას გარდაცვლილი 20 წლის ბიჭი

“მშრომელი ბიჭი იყო, მამამისსაც ეხმარებოდა, ტრავმირებული ოჯახია“ – ვინ არის წნორში ავარიისას გარდაცვლილი 20 წლის ბიჭი
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა, სოფელ საქობოს მკვიდრი, გიორგი კაკაშვილია. ადგილობრივების ინფორმაციით, კაკაშვილი სასოფლო- სამეურნეო საქმიანობით იყო დაკავებული.


„ძალიან კარგი და მშრომელი ბიჭი იყო. მამამისსაც ეხმარებოდა. ტრავმირებული ოჯახია. გასულ წელს, გიორგის დის ქმარიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა, ქორწილიდან მოდიოდნენ. ახლა სავარაუდოდ, ჩქარა მოძრაობდნენ და შეჯახება ამიტომ მოხდა“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ ერთ- ერთმა ადგილობრივმა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული, მეორე ახალგაზრდა, სოფელ საქობოში მცხოვრები, შალვა ხოხონიშვილი, თბილისის ერთ- ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა, წნორში მოხდა. სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა, საჭე ვერ დამორჩილა, ჯერ კედელს, შემდეგ კი, ხეს შეეჯახა. მომხდარ ფაქტზე, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
წყარო: პრაიმტაიმი

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close