საზოგადოება

თურქი ანჯელინა ჯოლი – ვინ არის რეალურად ზულეიჰა “ჩუქუროვადან”, რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობა 29 წლით უფროს კოლეგასთან აქვს (ფოტოები)

ჰი­ლალ ალ­თინ­ბი­ლე­ქი კი­დევ ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბია თურ­ქე­თი­დან, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი იც­ნობს სე­რი­ა­ლი­დან „ერთხელ ჩუ­ქუ­რო­ვა­ში.“ მომ­ხიბ­ვლელ მსა­ხი­ობს თურქ ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლი­საც კი უწო­დე­ბენ და თვლი­ან, რომ ის ვი­ზუ­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან ჰგავს ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავს.
ჰი­ლა­ლი 29 წლი­საა. ის 1991 წლის 21 იან­ვარს თურ­ქე­თის ქა­ლაქ იზ­მირ­ში და­ი­ბა­და. მისი ოჯა­ხი კო­სო­ვო­და­ნაა. მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ით ჯერ კი­დევ სკო­ლის პე­რი­ოდ­ში და­ინ­ტე­რეს­და. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლო­ბას სწავ­ლობ­და, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად სამ­სა­ხი­ო­ბო კურ­სებ­ზეც და­დი­ო­და.



მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში, სა­დაც ხუ­თე­ულ­ში მოხ­ვდა და მალე მის ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბად მო­დე­ლო­ბა იქცა. 2009-2010 წლებ­ში სტამ­ბოლ­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა­ში სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბას სწავ­ლობ­და. ალ­თინ­ბი­ლე­ქის სა­ტე­ლე­ვი­ზიო დე­ბი­უ­ტი 2011 წელს შედ­გა, რო­დე­საც დე­რინ სუ­ლა­რის როლი შე­ას­რუ­ლა.

2013 წელს ის თა­მა­შობ­და სე­რი­ალ­ში Karagül, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში „შავი ვარ­დის“ სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი. ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ჰი­ლა­ლი სწო­რედ ამ სე­რი­ა­ლი­დან გა­იც­ნო.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close