სიახლეები

სკანდალი-დისტრიბუციის მანქანით ბადრი ესებუა პოლიციას ისევ გაექცა …

სოფელ ყულიშკარში სროლის ხმა გვიან ღამით გაისმა – დილით ადგილობრივებმა გაიგეს, რომ ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადებული ყოფილი სამხედრო, ბადრი ესებუა სამართალდამცავებს 2 თვის შემდეგ ისევ გაექცათ.
აღსანიშნავია , რომ გზიდან გადავარდნილ ავტომობილს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის ნატყვიარი ემჩნევა. საეჭვოა ისიც, რომ მანქანას ნომრები მოხსნილი აქვს.
პოლიციის თანამშრომლები სპეცოპერაციის ჩატარება კატეგორიულად უაროფენ და ირწმუნებიან, რომ რომ ბადრი ესებუას გაქცევის შესახებ არაფერი იციან და ადგილზე ავტოსაგზაო შემთხვევის გამოსაძიებლად მივიდნენ.
პირი, რომელსაც ბადრი ესებუა ავტომობილით გადაჰყავდა “მთავარი არხის” ინფორმაციით, შალვა გულუაა.


შალვა გულია დისტრიბუციის მანქანაზე მუშაობდა და წალენჯიხიდან სოფელში პური დაჰქონდა. სავარაუდოდ, როგორც დისტრიბუტორს, მას ღამით გადაადგილების საშვიც ჰქონდა. ადგილზე პოლიციამ მისი პირადობის დამდასტურებელი მოწმობა იპოვა.
შალვა გულუა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია, თუმცა მისი ოჯახის წევრებს არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია მუშაობდა თუ არა შმაგი ჯარის სწორედ იმ ნაწილში, სადაც ძებნილი ესებუა.
გულუას ოჯახის წევრები აცხადებენ, ის ორი კვირის წინ სამუშაოდ პოლონეთში გაემგზავრა და ამ დრომდე ახლობლებს მხოლოდ მესენჯერის საშუალებით ეკონტაქტება, მისი კუთვნილი მანქანის მოდელი კი სოფელ ყულიშკარში გადაჩეხილ მანქანისას არ ემთხვევა.
შსს-ს სოფელ ყულიშკარში მომხდარი საქმის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
წყარო: newposts.ge

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close