სიახლეები

შემზარავი გატაცება ლაგოდეხში – 6 პირმა 16 წლის გოგონა გაურკვეველი მისამართით წაიყვანა

loading...

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში, აზერბაიჯანელი, 16 წლის არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს.
გატაცებულის მამა აცხადებს, რომ გოგონა მეზობელთან სტუმრად იმყოფებოდა. უკან დაბრუნებული კი ექვსმა პირმა ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვა და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანა.


შემთხვევა 21 დეკემბერს მოხდა. ოჯახმა ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათი შვილი კომენდანტის საათის დროს სახლში არ დაბრუნდა.
მამა ვარაუდობს, რომ სამართალდამცავები და გამტაცებლის ოჯახის წევრები შეთანხმებით მოქმედებენ და მისი ქალიშვილი ამ დრომდე ნაპოვნი ამ მიზეზით არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ის პირი, რომელმაც სავარაუდოდ, გოგო ქორწინების მიზნით წაიყვანა, იდენტიფიცირებულია.
წყარო: newposts.ge

დატოვეთ კომენტარი
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close