სიახლეები

ლაგოდეხში გატაცებული 16 წლის გოგონა იპოვეს – ოჯახი ბიჭის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

loading...

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გატაცებული 16 წლის გოგონა იპოვეს. გოგონა და 21 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო, სავარაუდოდ, ძალის გამოყენებით წაიყვანა, ამ წუთებში აფენის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.     გოგონას ოჯახი, მამაკაცის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
„უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. რას მიქვია ძალით წაყვანა, თანაც არასრულწლოვანის. ვითხოვთ რომ კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი“,- ამბობს მამა. შეგახსენებთ, გატაცებულ გოგონას, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები, სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, გოგონა მეზობელთან ნიშნობაში იმყოფებოდა. უკან დაბრუნებული კი, რამდენიმე პირმა, სავარაუდოდ, ძალის გამოყენებით, მანაქანით გაიტაცადა დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანა. მშობლებმა შვილის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც გოგონა კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ, სახლში არ დაბრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 143- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

დატოვეთ კომენტარი
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close