საზოგადოება

“დიდი სანერვიულო გადავიტანე და ეს ეხებოდა ჩემს შვილს… იყო დრო, მე და დათა დილის 5 საათამდე ქუჩაში ვიყავით” – იუმორისტის ცხოვრება ეკრანს მიღმა (ვიდეო)

loading...

თა­თია სუ­ლუ­აშ­ვილს ყვე­ლა იც­ნობს, მის პერ­სო­ნა­ჟებ­ზე და იუ­მო­რის­ტულ ნომ­რებ­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ხა­ლი­სობს. თა­თია “ახა­ლი შა­ბა­თის შოუს” მსა­ხი­ო­ბია. რო­გო­რია იუ­მო­რის­ტის ცხოვ­რე­ბა ეკ­რანს მიღ­მა და რო­გორ და­ა­მარ­ცხა შვილ­თან ერ­თად აუ­ტის­ტუ­რი სპექტრი – აქამ­დე უც­ნობ ის­ტო­რი­ებს მის შე­სა­ხებ სუ­ლუ­აშ­ვი­ლი ლელა წურ­წუ­მი­ას გა­და­ცე­მა­ში მოჰ­ყვა:
“იუ­მორს ემ­სა­ხუ­რე­ბი და ჰგო­ნი­ათ, რომ ადა­მი­ანს ამის იქით, შე­იძ­ლე­ბა პრობ­

ლე­მა არ ჰქონ­დეს. ბევ­რის­გან გა­მი­გია ეს ფრა­ზა, რომ რა კარ­გია, უდარ­დე­ლი ცხოვ­რე­ბა გაქვს და ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ იციო. რე­ა­ლუ­რად, ძა­ლი­ან დიდი სა­ნერ­ვი­უ­ლო გა­და­ვი­ტა­ნე და ეს ეხე­ბო­და ჩემს შვილს. დათა ახლა არის 6 წლის. რო­დე­საც იყო წლის და 5 თვის, და­ე­წყო სა­ში­ნე­ლი უძი­ლო­ბა. იყო დრო, რომ 5 სა­ა­თამ­დე ქუ­ჩა­ში გვე­ძი­ნა, პლე­დი გვქონ­და მოხ­ვე­უ­ლი. ეს ხდე­ბო­და ძა­ლი­ან ხში­რად. ვერ ვხვდე­ბო­დი, რა იყო. გვყავ­და ნერ­ვო­პა­თო­ლოგ­თან, მაგ­რამ მან გა­მიშ­ვა სახ­ლში, რომ არა­ფე­რი ჭირ­სო. მოხ­და ისე, რომ და­თას წლი­ნა­ხევ­რის ასაკ­ში და­ე­წყო რეგ­რე­სი და რაც იცო­და, ყვე­ლა­ფე­რი და­ა­ვი­წყდა. აღარ ჰქონ­და რე­აქ­ცია ჩემ­ზე, სა­თა­მა­შო­ებ­ზე. ძი­რი­თა­დად ერ­თო­ბო­და უფუნ­ქციო ნივ­თე­ბით. პირ­ვე­ლად ეს შე­ამ­ჩნია დე­დამ და მი­თხრა, თა­თია, ბავ­შვს რა­ღაც პრობ­ლე­მა აქ­ვსო, მაგ­რამ არ მინ­დო­და ამ პრობ­ლე­მის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბა. წა­ვიყ­ვა­ნე ფსი­ქი­ატრთან, გა­ვი­ა­რეთ ტეს­ტი­რე­ბა… ერთი თვის შემ­დეგ პა­სუხზე რომ მი­ვე­დი, მარ­ტო ვი­ყა­ვი, შე­მო­მიტ­რი­ა­ლა კომ­პი­უ­ტე­რი და ეწე­რა აუ­ტის­ტუ­რი სპექტრი. არ ვიცი იმ დროს რო­გორ ვი­ყა­ვი… ვი­ცო­დი, რომ არ იყო მარ­ტი­ვი თემა, მაგ­რამ მთლად ამა­საც არ ვე­ლო­დი. იმ წუ­თას გა­ვი­ყი­ნე და ვფიქ­რობ­დი, რა გა­ვა­კე­თო? ამის შემ­დეგ წა­მო­ვე­დი და მე­ო­რე დღეს და­ი­წყო ჩემი ჩარ­თუ­ლო­ბა, რომ მე და­თას­თვის უნდა მი­მე­ხე­და. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი რა იყო, ყო­ველ შა­ბათს მა­ყუ­რე­ბე­ლი გე­ლო­დე­ბა, რომ უნდა გა­ა­ცი­ნო, ამ დროს სახ­ლში მი­დი­ხარ და სუ­ლაც არ გე­ცი­ნე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან მო­ვა­კე­ლი ყუ­რა­დღე­ბა უფ­როს გო­გოს, ქე­თოს. მა­საც სჭირ­დე­ბო­და ყუ­რა­დღე­ბა… თუმ­ცა იმ დროს და­თას უფრო ვჭირ­დე­ბო­დი. და­თას­თან ერ­თად გა­ვი­ა­რე ძა­ლი­ან რთუ­ლი გზა. ფსი­ქი­ატრმა რაც არ უნდა გა­ა­კე­თოს, დედა თუ არ არის ჩარ­თუ­ლი ბავ­შვთან, ამას შე­დე­გი არ ექ­ნე­ბა. დათა დამ­ყავ­და ყველ­გან – სამ­სა­ხურ­ში, და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე… მანდ ვიგ­რძე­ნი პირ­ვე­ლი დის­კომ­ფორ­ტი, რო­დე­საც და­ბა­დე­ბის დღის ცენ­ტრში მყავ­და და იდგა კუ­თხე­ში, წამ­ყვა­ნებ­მა არ იციდ­ნენ რო­გორ ჩა­ერ­თოთ. ამის შემ­დეგ მე და­ვი­წყე ცენ­ტრში მუ­შა­ო­ბა და სამ­სა­ხურს რო­გორც კი და­ვამ­თავ­რებ­დი, მივ­დი­ო­დი ცენ­ტრში და და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი მიმ­ყავ­და და­თას­თან და ქე­თოს­თან ერ­თად. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბო­და მას. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, აქ ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მა გვაქვს. ერთხელ სკვერ­ში მყავ­და, გვერ­დით დედა-შვი­ლი იჯდა. და­თას ჰქონ­და ვერ­ბა­ლუ­რი რი­ტუ­ა­ლი, ანუ ერთი და იგი­ვე კი­თხვას სვამ­და მა­ნამ, სა­ნამ პა­სუხს არ მი­ი­ღებ­და. ამ ბავ­შვთან მი­ვი­და და კი­თხვე­ბი და­უს­ვა. ამ დროს დე­დის რე­აქ­ცია – გა­იყ­ვა­ნეთ ვინ­მემ ეს ბავ­შვი. გა­მო­ვიყ­ვა­ნე დათა, ამ ქალ­თან ლა­პა­რაკს აზრი არ ქონ­და. იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ძი­ძამ მი­თხრა, მე და დათა სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სი­დან ჩა­მოგ­ვსვე­სო. ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი რაც ამ პე­რი­ოდ­ში უკი­თხავთ, თა­თია რა იწ­ვევს ამ და­ა­ვა­დე­ბას? უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ეს არ არის და­ა­ვა­დე­ბა და ეს არის ქცე­ვის დარ­ღვე­ვა. დღეს დათა არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი. უკვე დი­აგ­ნო­ზის მოხ­სნა-არ­მოხ­სნა­ზე ვართ. მარ­ტივ პრო­ცე­დუ­რებ­ზე ვართ. ძა­ლი­ან კარ­გად მღე­რის, ხა­ტავს”.


დატოვეთ კომენტარი
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close