საზოგადოება

წელიწადზე მეტხანს არ ვლაპარაკობდით, ტიროდა… – როგორი ურთიერთობა ჰქონდა გიორგი გაბუნიას დედასთან

დღეს, 27 დეკემბერს ქართული ჟურნალისტიკის სახე, ჯულიეტა ვაშაყმაძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჯულიეტა ვაშაყმაძე დაიბადა თბილისში 1933 წლის 14 აგვისტოს, 1952 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის პირველი ქალთა სკოლა, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში
არქიტექტურის ფაკულტეტზე, თუმცა ბოლო კურსზე ყოფნის დროს სერგო ზაქარიაძის რჩევით თეატრალურ ინსტიტუტში განაგრძო სწავლა, 1960 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პარალელურად დაამთავრა სამსახიობო ფაკულტეტი.


ჯულეტა ვაშაყმაძის მეუღლე ტელერეჟისორ შალვა გაბუნიაა. წყვილს ქალიშვილი და ორი ვაჟიშვილი ჰყავს — გიორგი და დათა, ორივე ტელეინდუსტრიაშია დასაქმებული – გიორგი „მთავარ არხზე“ წამყვანია.
გაბუნია, წინა წელს საკუთარ გადაცემაში დედის, ცნობილი ტელეწამყვანის ჯულიეტა ვაშაყმაძის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება.
„პირველად, როცა მძაფრი განცხადებები დავიწყე ხელისუფლების მიმართ, დედაჩემისთვის მიუღებელი იყო. როდესაც მუქარები მოისმინა ჩემი მისამართით, ვიღაცები რეკავდნენ… ვჩხუბობდით. ერთხელ წელიწადზე მეტხანს არ ვლაპარაკობდით. როცა ნახა ეს მეთოდები არ ჭრიდა, ტირილი დაიწყო“, –ამბობდა ტელეწამყვანმა.
როგორც გაბუნია ამბობდა, დედა მის გადაცემებს აღარ უყურებდა და თუ ვინმე რამეს ეტყოდა ეუბნებოდა, რომ არ აინტერესებს, რადგან შეეჩვია, რომ მისი შვილი ასეთია.
„ნიკამაც რომ დაიწყოს ახლობლების განცდებზე ფიქრი, ვერაფერს ვერ გააკეთებს… რაღაცები შიგნით გროვდება და ვთვლი, აღარ მაქვს უფლება რიგითი ადამიანივით მოვიქცე“, – ამბობდა გიორგი გაბუნია.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close