
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სრული ლოქდაუნის გამოცხადება არ განიხილება.
„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ადამიანია, რომელიც ჭორების
გავრცელებით არის დაკავებული და დაახლოებით, ასეთი პრინციპით არის, რაც უარესი მით უკეთესი. არაფერი არ განიხილება მსგავსი. განიხილება ის, რაც იყო გამოცხადებულია თავიდან, საუბარია ორთვიან გეგმაზე. ყველაფერი გაკეთდება ამ გეგმის მიხედვით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
წყარო: https://primetime.ge
დატოვეთ კომენტარი