სიახლეები

როცა ვნახე როგორ ჩაეხუტა გვარამია ამ ადამიანებს, ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა – გიორგი გამსახურდია

ექსპრეზიდენტ­ ზვიად გამსახუ­რდიას­ უმცროსი ვაჟი გიორგი­ გამსახურდია,­ რომელიც ამჟა­მად პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშეა, “კვირის პალიტრასთან” ამბობს:
როდესაც ვნახე, როგორ ჩაეხუტა ნიკა გვარამია “ნაციონალების”

საპარლამენტო სიის პირველ ნომრებს, დევი ჭანკოტაძესა და ბუბა კიკაბიძეს, ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა. კაცი, რომელიც დღედაღამ ყვიროდა, ჩემი მშობლები ზვიად გამსახურდიას მომხრეები იყვნენ და ამით ვამაყობო, იმ ხალხს შესციცინებდა თვალებში, ვინც სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა და უდანაშაულოთა სისხლის ღვრაში მიიღო მონაწილეობა. დევი ჭანკოტაძე რუსთაველის პროსპექტიდან ესროდა მამაჩემს ზარბაზანს. “ნაცმოძრაობას” სადეპუტატო სიაში მკვლელობის არქიტექტორები ჰყავს, თანაც ისე, რომ არც ერთ მათგანს არ აქვს მონანიების განცდა. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ პარტია, რომელიც გიორგი რურუას მერაბ კოსტავას ადარებს, რუპორად კი ქალბატონი ირინა სარიშვილი ჰყავს, რომელიც ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციას მოითხოვდა, ძალაუფლების მოპოვებისას კვლავ სისხლის ღვრას დაატრიალებს. ამიტომ მე ამ ძალის მომხრე ვერასოდეს­ ვიქნები.

ვერ ვიქნები მათი მომხრე, ვინც ბედავს და რევოლუციაზე ლაპარაკობს. ვინმეს როგორ უნდა მოუვიდეს ეს თავში იმის შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ გადაიტანა?! თუმცა ვფიქრობ, ჩვენი მძიმე გამოცდილების შემდეგ რევოლუცია ვერ მოხდება. თავადაც ხომ ხედავენ, რომ მხარდამჭერებს კარგავენ! ოპოზიციის მიტინგის შემხედვარე ამას წინათ ვეუბნებოდი ჩემს მეგობარს, ამათ რა რევოლუცია უნდა მოაწყონ, მიტინგებზე იმდენ ხალხსაც ვერ აგროვებენ, ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში ჩემს პანაშვიდზე რომ მოვიდოდა-მეთქი.

ის კი ძალიან ცუდად მენიშნა, რომ ელჩების ლანძღვა-გინებას მიჰყვეს ხელი. ჩემთვის ეს რუსული სცენარია, ამიტომ ისევ იმ ხალხის იმედი მაქვს, ვინც ოპოზიციაში მეგობრად მეგულება და ამ ტენდენციის გაღრმავებას ხელს არ შეუწყობს.


დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close