საზოგადოება

იცით რა მტკივა ყველაზე მეტად? ცოლი ახლახანს მოვიყვანე და…

ჩცდ-ს მსახიობმა ბაქარმა, ცოტა ხნის წინ ცოლი შეირთო. წყვილმა ქორწილიც გადაიხადა. მსახიობი კომენტარს იმ კრიზისულ პერიოდზე აკეთებს, რომელიც დღეს საქართველოშია.
“რაც ყველაზე მეტად „მტკივა“ ისაა, რომ 13 წლიდან ვმუშაობ და ყოველთვის ჩემი ფული მქონდა. ახლა 22 წლის ვარ, ცოლი მოვიყვანე, მაგრამ არც

სამსახური მაქვს და არც ხელფასი (იცინის). ეს პერიოდი ვერც ვმუშაობ. რაც შეეხება ოჯახურ ცხოვრებას, ჯერ ადაპტაციის პერიოდია. დიდი ოჯახი მყავს, ყველა ერთად ვცხოვრობდით და მე სახლის საქმეების გაკეთება არ მიწევდა. ახლა აქ რომ სარეცხს ვფენ და ჭურჭელს ვრეცხავ, ეს ამბავი ცოტა მეუცხოვება, მაგრამ ყველაფერს სოფოს ხომ ვერ გავაკეთებინებ. მინდა, დავეხმარო, ძალიან კი მეზარება, მაგრამ ვცდილობ, არ შევიმჩნიო (იცინის)“.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close