საზოგადოება

12 წლისას დედა გარდამეცვალა, მამა ხან სოფელში მუშაობდა, ხანაც ქალაქში ტაქსაობდა, რომ ვერჩინეთ. დედის გარდაცვალების მერე თითქოს უცებ გავიზარდე

loading...

“კიკბოქსის პრეზიდენტმა საქართველოს ჩემპიონად რომ დამასახელა, სიხარულისგან სუნთქვა შემეკრა და ცრემლები წამსკდა. მას შემდეგ მივხვდი, რომ რა მიზანიც უნდა დამესახა, აუცილებლად მივაღწევდი. პირველმა გამარჯვებამ თავდაჯერება შემძინა და ვარჯიშიც მეტი მონდომებით გავაგრძელე. ასე გავხდი საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი…”
პირველი კლასის რიგითი 21 წლის მაკა თინიკაშვილი პირველ ქვეით ბრიგადაში მსახურობს. 12 წლისა დაობლდა და მას შემდეგ ძმის დაცვის სურვილმა ძალისმიერ სპორტზე შეიყვანა, ხოლო სამშობლოს დაცვის სურვილმა სამხედროდ აქცია.
– 6 წლამდე სოფელში ვიზრდებოდი,­






სკოლის პერიოდში კი გორში გადავედით საცხოვრებლად. ძალიან ცელქი ვიყავი, სულ ბიჭებთან ვმეგობრობდი, გოგოებთან კი სულ კონფლიქტი მქონდა და ბოლოს ცემა-ტყეპით ვამთავრებდით თამაშს. სულ მინდოდა ჩემს ძმას არ მოვშორებოდი, მაგრამ მე სხვა ინტერესები­ მქონდა, მას სხვა და ამიტომ მეტწილად ვჩხუბობდით. დედა საოცრად თბილად მახსოვს, სულ მას ვბაძავდი, მსურდა მისთანა გემრიელი კერძები­ მეც მომემზადებინა, წამეკითხა საინტერესო წიგნი, მაგრამ ზოგჯერ თამაში მიშლიდა ხელს. 12 წლისას დედა გარდამეცვალა, მამა ხან სოფელში მუშაობდა, ხანაც ქალაქში ტაქსაობდა, რომ ვერჩინეთ. დედის გარდაცვალების მერე თითქოს უცებ გავიზარდე – ვცდილობდი საოჯახო საქმეებიც მომესწრო, სწავლაც, ვარჯიშიც და ძმისთვისაც ყურადღება მიმექცია. ერთ დღესაც მამას ვთხოვე შევეყვანე ისეთ სპორტზე, სადაც უკეთ შევძლებდი ჩემი ძმისა და საკუთარი თავის დაცვას და კიკბოქსინგი ავარჩიეთ. პირველ შეჯიბრებაზე მოწინააღმდეგე ჩემი ასაკის და წონის უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოულოდნელად ჩემს მწვრთნელს შეატყობინეს, რომ ის გოგო ვეღარ ახერხებდა შეჯიბრებაში მონაწილეობას და ჩემზე 5 კილოგრამით მძიმე და 8 წლით უფროს გოგოს უნდა შევრკინებოდი. მწვრთნელმა მითხრა, შეგიძლია უარი თქვაო, მაგრამ საკუთარ თავში იმდენად ვიყავი დარწმუნებული, მწვრთნელს განვუცხადე, ვიჩხუბებ-მეთქი. გულშემატკივრად ბიძაშვილი წავიყვანე, რადგან მამას არ შეეძლო ჩემი ყურება რინგზე,­ ვეცოდებოდი, რომ მცემდნენ. თავიდან კარგა­ გვარიანად მომხვდა, მაგრამ არც მე დავაკელი. როცა პირველი რაუნდი დამთავრდა, დავინახე ჩემი მწვრთნელის მოღიმარი სახე, ცოტაც და, ამ ბრძოლას მოიგებო. მეორე რაუნდში ისე გამეტებით ვურტყამდი მეტოქეს, თითქოს ამით წყდებოდა ჩემი ბედი. მოკლედ, კიკბოქსის პრეზიდენტმა საქართველოს ჩემპიონად რომ დამასახელა, სიხარულისგან სუნთქვა შემეკრა და ცრემლები წამსკდა. მას შემდეგ მივხვდი, რომ რა მიზანიც უნდა დამესახა, აუცილებლად მივაღწევდი. პირველმა გამარჯვებამ თავდაჯერება შემძინა­ და ვარჯიშიც­ მეტი მონდომებით გავაგრძელე. ასე გავხდი საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი.მებრძოლმა ხასიათმა მაკა სამხედრო სამსახურში მიიყვანა. თანაც ბიძები და მამა ომის ვეტერანები არიან. – ერთი ბიძა აფხაზეთის ომში დაიღუპა, მეორეც 2008 წლის ომის ვეტერანია, ასევე მამაჩემიც. ამან უფრო გამიღრმავა ქვეყნის სამსახურში ჩადგომის სურვილი. სამხედრო ცხოვრება რთულია, მაგრამ ძალიან საამაყო. ვერ წარმომიდგენია, ცხოვრებამ რა დაბრკოლება უნდა დამახვედროს წინ, რომ ვერ დავძლიო. ყველაზე დიდი სიხარული სამხედრო ფიცის მიღების დროს მქონდა, მას შემდეგ სამი წელი გავიდა, მაგრამ ის განცდა არ გამნელებია. ჩემი დღე სამსახურით იწყება, მერე მივდივარ უცხო ენის სპეციალისტთან გაკვეთილზე, შემდეგ სახლში ვსაქმიანობ, თუ დრო დამრჩება, მეგობრებს ვხვდები. თავს პირობა მივეცი, რომ ჩემს ძმას ვერავინ დაჩაგრავდა და ვფიქრობ, შევასრულე. ზურა სოლომნიშვილი

დატოვეთ კომენტარი
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close