სიახლეები

ვინმე სხვას რომ დაეწერა ეს ივანიშვილზე, ჩაქოლავდნენ – ამირან სალუქვაძე

სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს “ალიას” ლინკს და წერს:
“რა საინტერესოა. ვინმე სხვას რომ დაეწერა პოზიტივი ბიძინა ივანიშვილზე, ჩაქოლავდნენ.
არ ვიცი რომელი რიცხვის გადაცემაში გაიხსენა თამარ ჩერგოლეიშვილმა ეს ისტორია, არ ვუცქერი. დღეს რამდენიმე სააგენტო ავრცელებს, მ.შ. ალია.
სულაც არ მიკვირს ასეთი ისტორიები ბიძინა ივანიშვილისგან. მაგალითად, ჩემს მეგობარს ძალიან ძვირადღირებული მკურნალობა დაუფინანსა ისე, რომ მისთვის არავის უთხოვია. სხვისგან გაიგო, უბრალოდ დაურეკა, მოიკითხა და ეს იყო სულ. შემდეგ მისი სახელით დაუკავშირდნენ და 5 წუთში გადაწყვიტეს.


ასეთი ფაქტი უამრავია. ზოგიერთი დღეს უშვერად ლანძღავს. ჩემს მეგობარს ეს არ ეხება, რა თქმა უნდა. არ მყავს მასეთი მეგობრები.მოკლედ, წაიკითხეთ, ვისაც არ წაგიკითხავთ, საინტერესოა. საინტერესო რა, უფრო გამიკვირდა პოზიტივი რომ გაიხსენეს.
▪️
▪️
▪️
“ტაბულას” დამფუძნებელი და რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი იხსენებს, რომ იმ დღეს, როცა ის და გიგა ბოკერია ქორწინდებოდნენ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი მანქანა ათხოვა.
მისი თქმით, კვარიათიდან გრიგოლეთში მიდიოდნენ, რა დროსაც მანქანა გაუფუჭდათ, ამ დროს კი ბიძინა ივანიშვილმა დაცვის თანხლებით ჩაიარა და წყვილს დახმარება შესთავაზა. ჩერგოლეიშვილის თქმით, მას იმ დრომდე ბიძინა ივანიშვილი ნანახი არ ჰყავდა და ვერ იცნო. ივანიშვილი ვერც გიგა ბოკერიამ იცნო და შავი სანომრე ნიშნების გამო ჩათვალა, რომ დახმარება თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შესთავაზეს.
“მე და გიგა რომ ვქორწინდებოდით, მივდიოდით კვარიათიდან გრიგოლეთში, ოჯახებიც იქ იყვნენ, გიგას მამაც იქ იყო. მაშინ ორადგილიანი მანქანა მყავდა, იმ პატარა მანქანაში ვერ ჩავეტეოდით ყველანი და ვითხოვეთ მანქანა, ადგილობრივმა აჭარელმა გვათხოვა. გზაში მანქანამ წყალი აადუღა და გავჩერდით, ზუსტად ციცინათელასთან. ამ დროს ჩაიარა ორმა მანქანამ, შავი, სამხედრო ნომრებით იყვნენ, რომ ჩაიარეს, მერე უკან მობრუნდნენ. ჩაიწია შუშა, ვიღაც გამხდარი კაცი თეთრ კოსტიუმში იქედან რაღაცას გველაპარაკებოდა – ჩემ მანქანას დაგიტოვებთ და დაგეხმარებიანო. ჩვასხედით ამ მანქანაში. აზრზე არა ვართ ვინ არის. უბრალოდ, ვიფიქრეთ, რომ გვიცნო და დაგვეხმარა. ნანახიც არ მყავდა მანამდე და აზრზე არ ვიყავი ვინ იყო. გზაში გიგამ დაურეკა იმ ნაცნობს და უთხრა, მე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები შემხვდნენ, მეხმარებიან და მივდივართ, თქვენი მანქანა პორფილაქტიკაშია გადასაყვანი და გასაღები სადღაც დავტოვეთო. უცებ მძღოლმა ჩაილაპარაკა, ჩვენ თავცდაცვის სამინისტრო არ ვართ, ეს ბიძინა ივანიშვილი იყოო. ეს იყო 2005 წლის აგვისტო” – განაცხადა ჩრგოლეიშვილმა “რეაქციის” ეთერში.
თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, გიგა ბოკერია ივანიშვილს მეორედ უკვე 2012 წლის ოქტომბერში, პრეზიდენტის სასახლეში, ხელისუფლების გადაბარებისას შეხვდა.
“წყარო: https://www.alia.ge/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%98…/

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close