სიახლეები

ხელფასის ასაღებად გავიდა, თუმცა მას შემდეგ აღარავის უნახავს-გორში 21 წლის ბიჭს 49-ე დღეა უშედეგოდ ეძებენ

loading...

გორში მცხოვრებ გიორგი ნონაშვილს პოლიცია და ოჯახის წევრები უკვე 49-ე დღეა უშედეგოდ ეძებს.
როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, იგი სახლიდან 11 ნოემბერს, 12 საათზე ხელფასის ასაღებად გავიდა, თუმცა მას შემდეგ აღარავის უნახავს.
გიორგი ნონაშვილის ოჯახის წევრებს არ აქვთ კონკრეტული ვერსია, თუ რა შეიძლება იყოს მისი გაუჩნარების მიზეზი.


,,თრიალეთს,, შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
იმ შემთხვევაში თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას გაუჩინარებული ახალგაზრდის შესახებ, გთხოვთ, დარეკეთ ნომერზე 551 15 77 33
http://trialeti.ge/

დატოვეთ კომენტარი
loading...

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close