საზოგადოებასხვა

საბედისწერო ხელის თხოვნა- 32 წლის ქალი შეყვარებულზე დაქორწინებას დათანხმდა, თუმცა წონასწორობა დაკარგა და 192 მეტრიანი კლდიდან გადავარდა

ავსტრიაში ქალი 192 მეტრიანი კლდიდან გადმოვარდა მას შემდეგ, რაც დათანხმდა თავისი შეყვარებულის შემოთავაზებას დაქორწინებასთან დაკავშირებით. შეყვარებულმა წყვილმა ხელის თხოვნის პროცესიის უჩვეულოდ გატარება გადაწყვიტა ფალკერტის მთაში, ავსტრიაში, თუმცა მათი რომანტიკული გარემო მას შემდეგ „დაირღვა“, რაც 32 წლის ქალს ციცაბო რელიეფზე ფეხი აუსხლტა და კლდიდან გადავარდა.


საბედნიეროდ, შეყვარებული ქალი გარდაუვალი სიკვდილისგან თოვლის სქელმა საფარმა იხსნა, რომელშიც იგი ჩაეფლო გადავარდნის შემდეგ. სწორედ იმ დროს, როდესაც იგი წონასწორობას ვეღარ ინარჩუნებდა, მისმა შეყვარებულმა და უკვე საქმრომ სცადა, დაეჭირა და გადავარდნისგან ეხსნა, თუმცა ვერც მან შეიკავა თავი და კლდის მწვერვალიდან 15 მეტრის სიღრმეში გადაეშვა. ამის შესახებ წერს MIRROR-ი.
მაშველთა განცხადებით, შეყვარებული წყვილი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს- თოვლის საფარმა ორივე მათგანი გადაარჩინა. ქალს ვერტმფრენით საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაუდგინეს ხერხემლის მოტეხილობა.

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close
Close