
მსახიობ და ტელეწამყვან გიორგი გასვიანის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. რამდენიმე თვის წინ მის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარება გადაწყვიტა. მარიტა მელიქიშვილი თეატრალური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. „ახლა მარხვის პერიოდია, თან პანდემიაა… ჯერჯერობით ერთად ვცხოვრობთ, მარხვის დასრულების შემდეგ ჯვარს დავიწერთ და ვნახოთ, როგორი მდგომარეობა იქნება პანდემიის კუთხით ქვეყანაში და შეიძლება ქორწილიც გადავიხადოთ.
გაცნობიდან ძალიან მალე მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვეძლო. შემდეგ მარიტამ მშობლებს უთხრა ჩვენი ურთიერთბის შესახებ და მათთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო. მხოლოდ ტელეეკრანიდან მიცნობდნენ. როდესაც მათთან მივედი, ძალიან კარგად მიმიღეს. მარიტა თეატრის მოყვარულია, რაღაც პერიოდი მსახიობობაზეც ფიქრობდა, ამიტომ არ გაკვირვებიათ მშობლებს, რომ ბედი ხელოვანს დაუკავშირა. მე და მარიტას შორის ასაკობრივი სხვაობა დიდია, ძალიან მომწონს პოზიტიური გამოხმაურება. მინდა ყველას ვუსურვო ბედნიერება”, – განუცხადა “ამბებს” ტელეწამყვანმა.